Home » F-vews » პარლამენტში “აბორტების აკრძალვის შესახებ” საკანონმდებლო წინადადება შევიდა

პარლამენტში “აბორტების აკრძალვის შესახებ” საკანონმდებლო წინადადება შევიდა

F-news

ზვიად ტომარაძე

  დღეს პარლამენტში შევიტანე საკანონმდებლო წინადადება “აბორტების აკრძალვის შესახებ, გამონაკლისი შემთხვევების გარდა”. (რეგისტრაციის ნომერი:7604). კანონპროექტის მიხედვით:

1. ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა 12 კვირამდე ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ:
ა) ორსული წარმოადგენს ერთი ექიმის (გინეკოლოგი) დასკვნას იმის შესახებ, რომ თუ ორსულობა დაუყოვნებლივ არ შეწყდება ქალი დაიღუპება.
ბ) ორსული წარმოადგენს ორი ექიმის (გინეკოლოგი) დასკვნას იმის შესახებ, რომ ორსულობის პროცეში ქალის ან ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
გ) ორსული წარმოადგენს ორი ექიმის (ფსიქიატრის) დასკვნას, რომ თუ ორსულობა არ შეწყდება, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ქალმა სიცოცხლე სუიციდით დაამთავროს.

ეს კანონპროექტი გახლავთ ირლანდიაში მოქმედი კანონის ანალოგი.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...