Home » მთავარი » პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ელოდებიან

პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ელოდებიან

პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ელოდებიან. კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარდგება. დეპუტატებს ის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს გააცნობს, რომლითაც 2016 წლის განმავლობაში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა.

„შეიძლება იყოს მწვავე კითხვებიც. ბუნებრივია, ასეთი კითხვები არსებობს და ველოდები ადეკვატურ პასუხებს,“ – აცხადებს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან მწვავე კითხვები აქვს ოპოზიციას. ისინი აქცენტის გაკეთებას ლარიზაციასა და პროდუქტების ფასების ზრდაზე, ასევე თამბაქოსა და საწვავზე აქციზის მატებაზე გეგმავენ.

„ქვეყანაში გვაქვს მწვავე ინფლაცია, ქვეყანაში ფასები ყოველდღიურად იზრდება. გაუმართლებელი იყო ნაბიჯები, რომელიც დაიგეგმა ე.წ. ლარიზაციის პროგრამის მიმართულებით. დღეს ჩვენი ცხოვრება მძიმდება მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის არასწორი მოქმედებების, არაგონივრული გადაწყვეტილებების გამო,“ – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ირაკლი აბესაძე.

ნაციონალური მოძრაობის წევრები კი კითხვის დასმას წინასაარჩევნოდ ლარის გამყარებისთვის განხორციელებულ ინტერვენციებზე გეგმავენ.

 

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი ...