Home » მთავარი » პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას

პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრისა და მწვანე კავკასიას ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ორგანიზაციებს ადგილობრივი დემოკრატიის  გაძლიერების დეკლარაციაზე ხელმოწერის  წინადადებით მიმართა. 20 ოქტომბრის მდგომარეობით,  დეკლარაციას ხელი მოაწერა რვა საარჩევნო სუბიეტმა:

  • ბლოკი: დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველო,
  • რესპუბლიკური პარტია,
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი,
  • შენების მოძრაობა,
  • ლეიბორისტული პარტია,
  • ევროპული საქართველო
  • ბლოკი: გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო

პოლიტიკურ ორგანიზაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  ჯერ არც ხელმოწერაზე თანხმობა განუცხადებია და არც უარი.

დეკლარაციის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იღებენ ვალდებულებას, რომ მერებად და საკრებულოს წევრებად არჩეული მათი წარმომადგენლები გააგრძელებენ რეგულარულ ურთიერთობას ამომრჩევლებთან არჩევნების შემდგომ პერიოდში, როგორც უშუალო შეხვედრებით, ასევე კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ჩართავენ  მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გაამარტივებენ საკრებულოსთვის პეტიციით მიმართვის პროცედურებებს და დანერგავენ  მისი ელექტრონული წესით წარდგენის მექანიზმს, გააუმჯობესებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობას, ხელს შეუწყობენ მოქალაქეთა მომსახურების მიზნით „ერთი ფანჯრის პრინციპისა“ და ინოვაციური ელექტრონული მომსახურებების დანერგვას.

დეკლარაცია ღიაა სხვა საარჩევნო სუბიექტებისათვის ხელმოსაწერად და ინიციატორები იმედოვნებენ, რომ პოლიტიკური პარტიები, მ.შ. მმართველი პოლიტიკური ძალა, დეკლარაციაზე ხელმოწერით აიღებენ ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების ვალდებულებას.

 

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...