You are here
პასტორმა „სამოთხეში მოსახვედრი ბილეთები“ გაყიდა მთავარი რელიგია უცხოეთი ყველა სიახლე 

პასტორმა „სამოთხეში მოსახვედრი ბილეთები“ გაყიდა

ზიმბაბველი პასტორი ტიტო უოტსი ფინანსური დანაშაულისთვის დააკავეს.

ოღონდ მისი დაკავების მიზეზი არა „ჩვეულებრივი“ და მიწიერი თაღლითობა გახდა, არამედ სამოთხესთან დაკავშირებული. პოლიციის ინფორმაციით, პასტორმა ათასობით ადამიანს უთხრა, რომ მას გამოეცხადა იესო, რომელმაც სამოთხეში მოსახვედრად ბილეთები გადასცა. პასტორი ამ „სამოთხის ბილეთებს“ 500 დოლარად, მეტწილად, ცოდვილებზე ყიდდა.
„მე არ მაინტერესებს რას ამბობს პოლიცია ან ხალხი ჩემს შესახებ, მე რჩეული ვარ, რადგან ღმერთისთვის, საქმეს ვაკეთებ“.
ამ დროისათვის, ათასობით ადამიანი ზიმბაბვეში პროტესტს აცხადებს პასტორის დაპატიმრების გამო და მოუწოდებს პოლიციას, ის დაუყოვნებლივ გამოუშვან, რათა მათ საუკუნო ხსნისთვის ფულის გადახდა შეძლონ და ბილეთებიც იყიდონ.

 

Comments

comments

Related posts