Home » მთავარი » პასუხი არასამთავრობოების მომართვას – მაუწყებლობის კანონპროექტზე

პასუხი არასამთავრობოების მომართვას – მაუწყებლობის კანონპროექტზე

ეკა ბესელია     

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

პასუხი არასამთავრობოების მომართვას – მაუწყებლობის კანონპროექტზე

 მინდა გამოვეხმაურო განცხადებას რომელიც გუშინ გავრცელდა ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით

2016 წლის 19 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იქნა საკანონმდებლო წინადადება (#2377) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2017 წლის 6 იანვარს კომიტეტის სხდომაზე განიხილა აღნიშნული წინადადება და პრინციპების დონეზე ცნო მიღებულად. იქიდან გამომდინარე, რომ წინადადების ავტორთა მიერ საკომიტეტო განხილვის დროს დასახელებულ იქნა პრაქტიკაში წამოჭრილი კიდევ სხვა ხარვეზები, რაც საჭიროებდა დამატებით ცვლილებებს, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელთა და  სპეციალისტების ფართო ჩართულობით, სამუშაო ჯგუფის შექმნა.

სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 2017 წლის 16 იანვარს და განისაზღვრა მისი შემადგენლობა 24 წევრით.

განისაზღვრა საკითხები რომელთა ირგვლივ დაიწყო მუშაობა და ვთხოვეთ ყველა მონაწილეს მოეწოდებინა მოსაზრებები და წინადადებები.

დასახელებულ არც ერთ ორგანიზაციას დღემდე არ მოუწოდებია არც ერთი მოსაზრება, წინადადება ან საკითხი ჯგუფისთვის.

სამუშაო ჯგუფმა იმუშავა იმ საკითხებზე რომელიც დაასახელა პრობლემურად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სამეურვეო საბჭოს წევრებმა და მომზადებული პროექტი შეფასებისთვის გადაუგზავნა ევროპის მაუწყებელთა საბჭოს, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოხატა აღნიშნული ცვლილებების მიმართ და მისი განხორციელება სასარგებლოდ მიიჩნია  (დოკუმენტს ხელს აწერს ევროპის მაუწყებელთა საბჭოს დირექტორი ინგრიდ დელტერნე).

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში  2017 წლის 17 ივნისს, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში გამართულ ღია სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აქტიურად გაშუქდა მედიის მიერ, მოხდა პრინციპების დონეზე მომზადებული პროექტის განხილვა, კომიტეტი ასევე აქტიურად მუშაობდა ევროპის საბჭოს ოფისთან ამ საკითხებზე. გადაწყდა მომზადებული კანონის პროექტის ინიცირების საკითხი და მითითებულ საკითხებზე მუშაობის/მსჯელობის გაგრძელება საპარლამენტო ფორმატში (ღია საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე).

მომზადებული კანონის პროექტის საბოლოო რედაქცია, დამატებითი შენიშვნებისთვის/რეკომენდაციებისთვის გადაეგზავნა სამუშაო ჯგუფის ყველა წევრსა და დაინტერესებულ პირს. აღნიშნული პროექტი დამატებითი შეფასებისთვის ასევე გადაეგზავნა ევროპის საბჭოს ოფისს საქართველოში.

ამდენად საკითხზე მუშაობა არა დაჩქარებულად არამედ მიმდინარეობს უკვე 6 თვეზე მეტია და სამწუხაროა რომ ამ არც ერთ ამ ორგანიზაციას რაიმე მოსაზრება და წინადადება ჩვენთვის არ წარმოუდგენია. განცხადება რომელიც გავრცელდა მათი მხრიდან იყო არაკორექტული, არასწორი, შეცდომაში შემყვანი და ეს მხოლოდ აზიანებს პროცესს.

კომიტეტი ყოველთვის ღიაა თანამშრომლობისთვის ყველა დაინტერესებულ პირთან.

Facebook Comments
x

Check Also

ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე აქციაზე ქალს ჟანგბადის აპარატი დასჭირდა

ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი ქალბატონი გახდა ცუდად, მას ჟანგბადის აპარატი დასჭირდა! -ეს უკვე ...