Home » ბლოგი » პატარა ანგელოზი ალილოზე, რომელიც მსოფლიო მედიის ობიექტივში მოხვდა…

პატარა ანგელოზი ალილოზე, რომელიც მსოფლიო მედიის ობიექტივში მოხვდა…

“უფალ იესუ ქრისტეს თავისი ქვეყნიერი ცხოვრების დროს განსაკუთრებულად უყვარდა ბავშვები მათი უბიწოების, ალალმართლობისა და გულკეთილობისათვის. ბავშვებიც გარს ეხვეოდნენ მაცხოვარს, როგორც ტკბილსა და მოსიყვარულე მამას. მაცხოვარი ბავშვებს ეალერსებოდა და ლოცავდა”.

ჩვენი სიცოცხლის აზრი და მომავალი ხომ სწორედ ბავშვები არიან, ამიტომაც ალილოზე განსაკუთრებული ყურადღება პატარა ანგელოზებზეა გადატანილი. დღეს ყველა განსაკუთრებულად ლამაზი იყო, ყველა ბავშვს თვალები უციმციმებდა და დარწმუნებული ვარ, მთელი ალილო თავიანთი ანგელოზები დაყვებოდნენ თან.

დღეს ხალხის ზღვაში აუცილებლად შეამჩნევდით პატარა ბიჭს, რომლის დანახვაზე არავინ ჩაივლიდა ისე, რომ არ მოფერებოდა, სურათი არ გადაეღო მისთვის.

 

ასე იყო შარშანაც-საბა ნანობაშვილი უცხოური მედიის ობიექტივში მოხვდა და მსოფლიომ გაიცნო….

აი, ასეთი იყო საბა ერთი წლის წინ.

…ერთი წელი ძალიან მალე გავიდა, საბაც გაიზარდა, მაგრამ ასე იყო წელსაც, მის დანახვაზე ყველას კეთილი ღიმილი ეფინებოდა და მოსაფერებლად იწევდა.  საბა ჯერ 2 წლისაც არ არის, მაგრამ დიდი ადამიანივით სერიოზული სახით დადიოდა. მის დანახვაზე პატრულმაც კი გააჩერა მანქანა, გადმოვიდა და მოეფერა.

  ყველა ბავშვს კიდევ ერთხელ ვულოცავთ შობას და უფლის მფარველობას ვუსურვებთ.

„ერთხელ იესუ იჯდა და ხალხს ასწავლიდა. ამ დროს მიუყვანეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო და დაელოცა ისინი. მოწაფეები კი ბრაზობდნენ. იესუმ უთხრა მათ: აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგისთანებისაა ცათა სასუფეევლი. და დაადო ხელი და დალოცა.

ბავშვებო!

იყავით თქვენც მართლის მთქმელნი, კეთილნი, უბიწონი, ღვთისმოშიშნი და მაცხოვარი იქნება მუდამ თქვენი დამლოცველი და მაკურთხებელი.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...