Home » ბლოგი » პატარა ვაჟკაცს წინაპართა ფესვები უხმობს…ზურას ოცნება და სიზმარი…

პატარა ვაჟკაცს წინაპართა ფესვები უხმობს…ზურას ოცნება და სიზმარი…

ქეთი მიქაძე

მეჯვრისხევში ხომასურიძეების გვარის ერთი შტო ცხოვრობს, როგორც ამბობენ, რამდენი ასეული წლის წინ, რაჭიდან, კერძოდ ონის რაიონიდან თავის სოფელზე განაწყენებული კაცი მეჯვრისხევში დასახლებულა. გვარად ხომასურიძე ყოფილა და იმ ერთი კაცის შთამომავლები არიან ამჟამად მეჯვრისხევში მცხოვრები ხომასურიძეები.

სწორედ მამაპაპურ სოფელში დაბრუნებაზე,  მანამდე კი იქ მოგზაურობაზე ოცნებობს 12 წლის  ზურა ხომასურიძე. როგორც თავად ამბობს, დიდი რომ გაიზრდება, აუცილებლად გადასახლდება რაჭაში.

-„იქ ჩემი დიდი წინაპრების ფესვებიაო“-ამბობს ზურა.

რამდენიმე ხნის წინ სიზმარი ნახა და გაღვიძებისთანავე დედას, მარიამ ხომასურიძეს მოუყვა.

-„ხმა მესმოდა, ალბათ ჩემი წინაპრების ხმა მეძახდა იმ ღვთიურ სოფელს დაუბრუნდიო“.

ზურას მამა ოსებმა მოკლეს საზღვარზე, პატარა ბიჭს დედა ზრდის და ცდილობს მამის სიყვარულიც თავად შეუვსოს. ზურა საოცრად მღერის, ბიჭს დიდ მომავალს უწინასწარმეტყვლებენ. თავადაც ბევრს შრომობს, სკოლაში კარგად სწავლობს, ვოკლაში მეცადინეობს და დედას სთხოვა-იქნებ ეს ოცნება ამიხდინო და რაჭაში წავიდეთო, მაგრამ აბა რა ქნას ქალმა, როცა თავს ზევით ძალა არ არის და უსახსრობის გამო ყველა ოცნებას ვერ უსრულებს ბიჭს.

როგორც ქალბატონი მარიამი ამბობს, თავისუფალ დროს ზურა რაჭის და მისი სოფლების ისტორიას ეცნობა და წარმოსახვაში უკვე იქ არის, მამა-პაპეულ სახლში.

რაჭველები სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან, რატომღაც გვგონია, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც ბიჭს რაჭაში მიიწვევენ და დაათვალიერებინებენ, ოცნებას აუხდენენ და მერე უკვე დიდობაში იქნებ და მართლაც დაუბრუნდეს წინაპრის კერას, ისევ აგუგუნდეს ნასახლარი და ახალი სული შთაიბეროს.

ხო, კიდევ ერთი სურვილი აქვს-ძალიან უნდა ჰქონდეს ისტორიკოს ბადრი რაზმაძის წიგნი, რომელშიც მეჯვრისხევის ისტორია და ხომასურიძეების ჩამოსახლებაა აღწერილი. უნდა მომზადებული წავიდეს რაჭაში და დაუსწრებლად შეისწავლოს მშობლიური კუთხე.

ცნობისთვის, ზურიკო ხომასურიძე ის ბიჭია პატრიარქს დაბადების დღეზე მისი პედაგოგის, მაყვალა ხორბალაძის პატრიარქისადმი მიძღვნილი საგალობელი რომ უმღერა და უწმინდესის შექება დაიმსახურა.

 

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...