Home » მთავარი » პატრიარქის სამი რეკომენდაცია ტაძრების წინამძღვრებს

პატრიარქის სამი რეკომენდაცია ტაძრების წინამძღვრებს

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან  გამომდინარე საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ტაძრების წინამძღვრებს სამ რეკომენდაციას აძლევს:

  1.  კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუადღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.
  2.  აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები.
  3. გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები. აღნიშნულ განცხადებას მამა ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით პატრიარქის კურთხევითრეკომენდაციებს დღეს ყველა ტაძრის წინამძღვარი მიიღებს.
Facebook Comments
x

Check Also

როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით გამარჯვებისთვის…

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს, ამავე დროს, როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით ...