Home » მთავარი » პატრიარქი საავადმყოფოს სავარაუდოდ ერთ კვირაში დატოვებს

პატრიარქი საავადმყოფოს სავარაუდოდ ერთ კვირაში დატოვებს

საპატრიარქო პატრიარქისთვის ჩატარებული ოპერაციის შედეგებს და  დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ დეკანოზის დაკავების  საკითხის ირგვლივ საპატრიარქოში კომენტარს ვერ გააკეებენ,რის მიზეზადაც ინფორმაციის უქონლობას ასახელებენ.

,, წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

მისი უწმინდესობის სახელით, მადლობას ვუხდით ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკას და ქირურგს, პროფესორ მარტინ შტრიკს, ასევე სრულიად საქართველოს მოსახლეობას და ყველა გულშემატკივარს გულმხურვალე ლოცვის, გამოჩენილი თანაგრძნობისა და თანადგომისათვის.

სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს.

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს, ეს არის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი. ინფორმაციის არქონის გამო, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ და დაველოდებით გამოძიების შედეგებს.”-ნათქვამიაგანცხადებაში.

 

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...