Home » მთავარი » პატრიარქი: წმინდა გიორგი განსაკუთრებით ახლობელია ჩვენთვის, ყველა ოჯახისთვის

პატრიარქი: წმინდა გიორგი განსაკუთრებით ახლობელია ჩვენთვის, ყველა ოჯახისთვის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქაშუეთის ეკლესიაში წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით შეკრებილ მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.

“წმინდა გიორგი ყველა გაჭირვებულის შემწე და დამხმარეა, წმინდა გიორგი განსაკუთრებით ახლობელია ჩვენთვის, ყველა ოჯახისთვის. არ არსებობს ისეთი ოჯახი თითქმის საქართველოში, სადაც ერთ ვიღაცას წმინდა გიორგის სახელი არ ერქვას.

წმინდა გიორგი იყოს მფარველი თქვენი და სრულიად საქართველოსი. წმინდა გიორგი არის სწრაფად შემწე და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო გამთლიანდება. მე მქონდა ბედნიერება, 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და სიყვარული, სასოება სუფევდა ჩვენს შორის. ეს ყველაფერი უნდა დაბრუნდეს და ყველაფერი დადგეს თავის ადგილზე. წმინდა გიორგი ეწამა ქრისტესთვის და ჩვენ ვეწამებით ასევე ქრისტესთვის, მაგრამ წამებას მოსდევს სიხარული, ბედნიერება, ბედნიერება მოგანიჭოთ უფალმა

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...