Home » ინტერვიუ » „პატრიარქსაც ჩემსავით მოსყიდულს დაუძახებენ, თუ ბოდიშს მომიხდიან?“

„პატრიარქსაც ჩემსავით მოსყიდულს დაუძახებენ, თუ ბოდიშს მომიხდიან?“

რამდენიმე დღეში საქართველოში რომის პაპი ჩამოდის. ვიზიტს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. პირველი, ვინც საპროტესტოდ გამზადებულ ტალღას მიმართა და რომის პაპის ვიზიტზე საკუთარი აზრი დააფიქსირა, ზვიად ტომარაძე იყო.საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი ამბობდა, რომ არავის ჰქონდა უფლება პაპისთვის ვიზიტის აკრძალვის.

(იხ. ლინკი http://www.geomediatv.ge/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%97-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98/

მის ამ განცხადებას, საზოგადოების ერთ ნაწილში საკმაოდ დიდი აგრესია მოჰყვა, გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ზვიად ტომარაძეს ეს ჯგუფი დაუპირისპირდა. რომის პაპის ვიზიტზე დღეს განცხადება გავრცელდა საპატრიარქოს მიერ. უნდა ითქვას, რომ  გავრცელებული განცხადება სრულ თანხვედრაშია ტომარაძის ნათქვამთან.

რა ხდება სინამდვილეში და ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც ტომარაძეს საკუთარი აზრის გამოთქმისთვის უპირისპირდებიან? ამ თემაზე სასაუბროდ თავად ზვიად ტომარაძეს დავუკავშირდით.

-რომის პაპის საქართველოში ვიზიტმა საზოგადოების ერთ ნაწილში პროტესტი გამოიწვია. თქვენ დააფიქსირეთ თქვენი შეხედულება და იგივე აზრი დევს საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. საპატრიარქოს განცხადების შემდეგ  თუ არ ვცდები არ ყოფილა  ადამიანთა ამ ჯგუფის რიმე საპასუხო ან წინააღმდეგობრივი განცხადება ვიზიტთან დაკავშირებით. თქვენს სტატუსს კი დიდი აგრესია მოჰყვა. ამბობენ, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და ლევან ჩიჩუა დაგიპირისპირდათ. მართალია?

დიახ ჩვენ ვიკამათეთ ამ საკიხზე. ლევან ჩაჩუას და რამდენიმე პიროვნების გარდა, სამწუხაროდ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც შეურაცხყოფებიც მომაყენეს და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ მე არ მიმაჩნდა მართებულად პაპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ჩატარება,  რადგან ეს დააზარალებდა ჩვენი ქვეყნის იმიჯს, ჩვენს პატრიარქს სტუმრის წინაშე უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა, ასევე გაუმართლებელი იქნებოდა საქართველოში მაცხოვრებელი ჩვენი თანამემამულე კათოლიკებისთვის აგვეკრძალა თავის სულიერი წინამძღოლთა შეხვედრა და სხვა…

ძალიან მესიამოვნა საპატრიარქოს დღევანდელი განცხადება, სადაც ზუსტად იგივეა ნათქვამი რასაც მე ვამბობდი. მაინტერესებს ის ხალხი ვინც გუშინ ზუსტად ასეთი პოზიციის გამო, მე შეურაცხყოფას მაყენებდა, ამ განცხადების გამო პატრიაქსაც ჩემსავით მოსყიდულს დაუძახებენ, თუ ბოდიშს მომიხდიან?

-და მაინც, რატომ ეწინააღმდეგებიან პაპის ვიზიტს?

მათი წარმოდგენით პაპის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და რწმენის მთავარი პრინციპების რანგში აჰყავთ. ფიქრობენ რომ მისი ვიზიტი ჩვენს სარწმუნოებას შეურაცხყოფს. მიხსნიდნენ თუ რა იყო პაპიზმი და კათოლიციზმი. მე ანჩისხატის მრევლი ვარ 1989 წლიდან და კათოლიციზმიც ვიცი და პაპიზმიც, მაგრამ მართლმადიდებლები არ ვაპირებთ კათოლიკურ მესაში მივიღოთ მონაწილეობა, რაც სჯულის კანონით გვეკრძალება! კათოლიციზმი რომ ჩემთვის მისაღები იყოს, მე დღეს მართლმადიდებელი არ ვინებოდი. მე ხომ არ ვამბობ პაპს პალმის რტოებით შევეგებოთ-თქო? მაგრამ როდესაც ასეთი რანგის სტუმარი ჩამოდის საპროტესტო აქციის ჩატარება არ გვეკადრება როგორც სტუმარ–მასპინძლობის სანიმუშო ქვეყანას!

-ზვიად, არ შემიძლია არ გკითხოთ-როგორ ფიქრობთ, ბოლო ხანებში საზოგადოებაში აგრესიის გამძაფრება რამ გამოიწვია?

საზოგადოება რომ აგრესიული გახდა ეს ფაქტია. ამას მრავალი მიზეზი აქვს. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზებია ეკონომიკური სიდუხჭირე, სოციალური პრობლემები, მოსახლეობის უმრავლესობას საბანკო ვალები აქვს და სხვა. ყველაზე სამწუხაროა ის, რომ ეს აგრესია პროგრესირებს და გამოსავალი თითქოს არ ჩანს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო. სხდომა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიჰყავს. სხდომას უმრავლესობის წევრები ესწრებიან. საუბარი ...