Home » მთავარი » „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთში ვიზიტი არც არაფერს მოუტანს და არც დააზიანებს საქართველოს

„პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთში ვიზიტი არც არაფერს მოუტანს და არც დააზიანებს საქართველოს

„პატრიოტთა ალიანსმა“ მოსკოვში მორიგი ვიზიტი დააანონსა. ამ განცხადებას  უმრავლესობის  წევრი, გიორგი კახიანი ეხმიანება და ამბობს, რომ ეს არის ერთი კონკრეტული პარტიის გადაწყვეტილება და ვერავინ აუკრძალავს შეხვედრების განხორციელებას.

„მე არ ვიტყოდი, რომ მსგავსი ვიზიტები საქართველოს ინტერესებს აზიანებს. ალბათ არც არაფერს მოუტანს და არც დააზიანებს, რადგან ხელისუფლებას აქვს მკვეთრად გამოხატული კურის. ეს არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია და ჩვენ ამ მიმართულებით ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად ძალიან წარმატებით ვთანამშრომლობთ.

ჩვენი პოლიტიკა და ამ პოლიტიკას ვახორციელებთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად“ – განაცხადა კახიანმა.

Facebook Comments
x

Check Also

სამხედრო მოსამსახურეებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ID ბარათები მზადდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, ...