Home » მთავარი » „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში პირველ ოქტომბერს გაემგზავრებიან და რუს დეპუტატებს შეხვდებიან

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში პირველ ოქტომბერს გაემგზავრებიან და რუს დეპუტატებს შეხვდებიან

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ადა მარშანია, გიორგი ლომია, ნატო ჩხეიძე და დავით თარხან-მოურავი მოსკოვში 1-ელ ოქტომბერს გაემგზავრებიან, სადაც რუს დეპუტატებს შეხვდებიან. 

როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა, ადა მარშანიამ განუცხადა, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები არ შეიცვლება. მისი თქმით, საუბარი გაგრძელდება ნატო-საქართველო-რუსეთის ფორმატზე, რაც თავად ნატო-ს მიერ არ არის უკუგდებული. 

„მოსკოვში იმისთვის ჩავდივართ, რომ ახლო მომავალში მაინც ჩავიდეთ სოხუმსა და ცხინვალში. ეს არის ჩვენი სტრატეგია და პოლიტიკა. მოსკოვში ჩავდივართ იმისთვის, რომ იმ უმძიმეს ვითარებაზე ვისაუბროთ, რაც ჩვენს საზღვრებზე სუფევს. 

პირველ შეხვედრაზე უფრო მეტ თემაზე ვისაუბრეთ, ვიდრე დაგეგმილი იყო. მომავალში დელეგაციის შემადგენლობას გავაფართოვებთ. ამჟამად, სახელმწიფო დუმის დეპუტატებს ვხვდებით, მაგრამ შეხვედრების არეალი გაფართოვდა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს დეპუტატებსაც შევხვდებით”, – აღნიშნა მარშანიამ.

დეპუტატი ოპონენტების მოსაზრებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ მოსკოვში ვიზიტს “ქართული ოცნება” მხარს არ უჭერს.

„არასახელმწიფო ქმედებად რომ აფასებენ, ამიტომ მათ არასახელმწიფოებრივი მიდგომა აქვთ. ოკუპირებულია ჩვენი რეგიონები და დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. იმისათვის, რომ მცოცავი ოკუპაცია შევწყვიტოთ, ამიტომ მოსკოვში ჩავდივართ. ტყუილად არცერთი ჩასვლა არ იქნება განხორციელებული. 

საუბარი გაგრძელდება ნატო-საქართველო-რუსეთის ფორმატზე, რაც თავად ნატო-ს მიერ არ არის უკუგდებული და ეს ხალხი არ ამბობს, რა სისულელე არისო. მათ გვითხრეს, ეს წინადადება განხილვადია. ქვეყანაში არჩევნები არის თუ არა, რუსეთში მაინც ჩავალთ და სერიოზულ მუშაობას გავაგრძელებთ. ამ გზაზე სვლის დროს, საქართველოში რუსეთზე არანაკლებ სირთულეები გველოდება“, – განაცხადა მარშანიამ.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...