Home » მთავარი » ”პატრიოტთა ალიანსი” კონსტიტუციის დაცვის მოთხოვნით ხვალ აქციას გამართავს

”პატრიოტთა ალიანსი” კონსტიტუციის დაცვის მოთხოვნით ხვალ აქციას გამართავს

”პატრიოტთა ალიანსი” ”ვარდების მოედანზე” კონსტიტუციის დაცვის მოთხოვნით ხვალ აქციას გამართავს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, „პატრიოტთა ალიანსის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა თამარ ბოყოველმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თამარ ბოყოველი დღეს რაიონის ამომრჩევლებთან შეხვედრებს მართავს, რომელზეც საარჩევნო პროგრამის გაცნობასთან ერთად, მოსახლეობას ხვალინდელ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

როგორც თამარ ბოყოველმა აღნიშნა, პარტია მოუწოდებს ყველას, კონსტიტუციასთან დაკავშირებით თავიანთი დამოკიდებულება გამოხატონ.

”მოვუწოდებთ საზოგადოებს, ნუ იქნებიან ნიჰილისტურად განწყობილი არჩევნების მიმართ. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ხელისუფლებამ საქართველოს კონსტიტუცია არ შეცვალოს. იქნება მმართველი პარტია მოვიდეს გონს და კონსტიტუცია თავზე არ დაგვახიოს“, – განაცხადა ბოყოველმა.

 

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი-იმუნური სისტემის სრული ნორმალიზაცია

ხანგრძლივად და მძიმედ მიმდინარე ქონიკული დაავადებების, ხშირი მწვავე რესპირატორული ან ბაქტერიული ინფექციების (3-4ჯერ წელიწადში) დროს ...