Home » მთავარი » პენიტენციალურ სისტემაში დასაქმებული 780 თანამშრომელი ყაზარმულ რეჟიმში იმუშავებს

პენიტენციალურ სისტემაში დასაქმებული 780 თანამშრომელი ყაზარმულ რეჟიმში იმუშავებს

პენიტენციალურ სისტემაში  დასაქმებული  780 თანამშრომელი ყაზარმულ რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. თეა წულუკიანის განმარტებით, ამ  ინსპექტორ-კონტროლიორებმა მიატოვეს ოჯახები და დაწესებულების ტერიტორიაზე რამდენიმეკვირიან  ყაზარმულ ცხოვრებას დათანხმდნენ.

“ეს იმის გამო გაკეთდა, რომ პატიმრებთან კონტაქტებში მყოფმა თანამშრომლებმა გარედან  არ შეიტანონ ვირუსი.  საპატიმროებში მყოფ მსჯავრდებულებმა  თავი შეიკავონ ნებისმიერი ტიპის აგრესიისგან, რადგან ამ თანამშრომლებმა მათ გამო ოჯახები მიატოვეს და აქ ცხოვრებას დათანხმდნენ.”- განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს და ხვალ  ყველა სანოტარო ბიურო  და იუსტიციის სახლი დაიკეტა, თუმცა რამდენიმე დღეში ისევ აღდგება მათი ფუნქციონირება, რომ მოსახლეობამ  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიღება შეძლონ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. საღამოს, 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი კომენდანტის საათი იმოქმედებს.

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...