Home » მთავარი » პენტაგონი: რუსეთის წვლილი ტერორიზმთან ბრძოლაში ნულია!

პენტაგონი: რუსეთის წვლილი ტერორიზმთან ბრძოლაში ნულია!

პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა  NBC News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წვლილი ტერორიზმთან ბრძოლაში ნულია! მისი თქმით რუსეთს არაფერი გაუკეთებია ამერიკის ბრძოლაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

-„დიახ, რუსეთს არაფერი გაუკეთებია ISIS წინააღმდეგ. ისინი მხოლოდ ლაპარაკობდნენ, რომ იბრძვიან ტერორიზმის წინააღმდეგ და ამბობდნენ, რომ მზად არიან სირიაში სამოქალაქო ომის დასარეგულირებლად, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ შეასრულეს. ამ მომენტისთვის ნამდვილი ბრძოლა ISIS წინააღმდეგ ეს არის მოსულის და რაკის გათავისუფლება, მაგრამ არც ერთ ამ ოპერაციაში რუსეტს რაიმე მონაწილეობა არ მიუღია.

რუსეთმა არათუ მიიღო მანაწილეობა სამოქალაქო ომის განეიტრალებაში, არამედ უფრო გაამძაფრა ის“-განაცხადა კარტერმა ინტერვიუს დროს,

უფრო ადრე კი კარტენმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის დიალოგი არ ხერხდება რუსეტის პრეზიდენტის, პუტინის გამო.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ჩვენ გვესმის ერთმანეთის” – აფხაზი და ქართველი ხელოვანების გზავნილი ამერიკიდან

,,კაცობრიობა ყველაზე მძიმე პერიოდებში ხელოვნების გზით პოულობდა მშვიდობის გზას და ნერგავდა სიყვარულს, ერთ – ერთი ...