Home » მთავარი » “პიარის და ქულების ჩაწერის დრო არ არის ახლა”

“პიარის და ქულების ჩაწერის დრო არ არის ახლა”

უახლოეს პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულების შემთხვევათა ზრდას არ გამორიცხავს დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე. პაატა იმნაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მარნეულსა და ბოლნისში  ნებისმიერი შესაძლო შემთხვევის გამოვლენა მიმდინარეობს.  უამრავ ადამიანს უტარდება გამოკვლევა. რაც შეეხება ბოლნისიდან თბილისში გადმოყვანილ ორსულ ქალბატონს, იმნაძის თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პაატა იმნაძე  დღეს ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ  მთავარ მოედანზე შეკრებილი მოსახლეობისთვის პირბადეების დარიგების ფაქტსაც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ   ახლა  პიარის და ქულების დაწერის დრო არ არის და შესაძლებელი იყო , მათ კარდაკარ ევლოთ და ასე დაერიგებინათ ყველა ოჯახში დამცავი ნიღბები.

რაც შეეხება ბოლო დროს  ერთ-ერთ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებას, რომ  იმნაძე მადლობას უხდის სააკაშვილს ლუგარის ლაბორატორიის ჩამოყალიბებისთვის, დაავადებათა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

” მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია, ვინ სად რა ლენტი გაჭრა, ეს არ ვიცი.  მე კარგად ვიცი ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბების ისტორია. ეს დაიწყო შევარდნაძის მთავრობის დროს, 2002 წელს და პირველ ოფიციალურ დოკუმენტზე ხელს აწერენ შევარდნაძე და კლინტონი, ხოლო მეორეზე – საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის მინისტრები.  შემდეგ რა თქმა უნდა წინა ხელისუფლების წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა ამ პროექტის გაგრძელებაში. უნდა ითქვას რომ განსაკუთრებული წვლილი ამ საქმეში ბენდუქიძესაც აქვს შეტანილი.”- განაცხადა პაატა იმნაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

“დაუშვებელია პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი და მუქარა ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ”

რგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები”, წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ შუალედურ დასკვნას აქვეყნებს. ანგარიში ძალადობის კონკრეტულ ფაქტებს, მათ შორის, ...