You are here
პირველად მეცნიერებაში – ხელოვნური საშვილოსნო დღენაკლულთათვის ეს საინტერესოა მთავარი 

პირველად მეცნიერებაში – ხელოვნური საშვილოსნო დღენაკლულთათვის

ფილადელფიელმა მეცნიერებმა ხელოვნური საშვილოსნო შექმნეს და წარმატებით განავითარეს მასში 1 თვის მანძილზე 8 თვიანი თიკანი. მეცნიერების თქმით, ეს გამოგონება ბევრ დღენაკლულ ახალშობილს სიცოცხლის შანსს გაუძლიერებს.

მეცნიერთა თქმით, ნაყოფი 22 კვირის უნდა იყოს, რომ ხელოვნურ საშვილოსნოში გააგრძელოს განვითარება. მათივე დასკვნებით, მოწყობილობა თავიდან აარიდებს მომავალ ჩვილს გართულებებს.

ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს სპეციალისტებმა გამოგონებისა და მუშაობის მიმდინარეობის შესახებ ვრცლად ჟურნალ Nature Communications-თან ისაუბრეს.

-„ამჟამად დღენაკლულ ჩვილებს სპეციალურ ინკუბატორში ათავსებენ, მაგრამ აქ პატარების კანი მშრალია და სხვა გართულებებიც ახლავს თან, ხელოვნური საშვილოსნო კი მათ დედის სხეულს შეუცვლის, განვითარება მოხდება ეფექტურად და გართულებებიც არ იქნება. ჩვენი მოდელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა, ჩვენ სიცოცხლეს კი არ ვახანგრძლივებთ, არამედ ვეხმარებით დღენაკლულებს გადარჩენაში“-განაცხადა მედიასთან საუბრისას პროექტის ხელმძღვანელმა ალან ფლეიკმა.

ამჟამად მოწყოფილობას ცხოველებზე სცდიან, თუმცა მეცნიერების თქმით, უკვე 3 წელში ისინი დღენაკლულ ჩვილებს მოათავსებენ ხელოვნურ საშვილოსნოში.

Comments

comments

Related posts