Home » ექსკლუზივი » “პირველი დღე განთიადის გარეშე”-ის თქვა, რაც ახლა უნდა ეთქვა! (ფილმი)

“პირველი დღე განთიადის გარეშე”-ის თქვა, რაც ახლა უნდა ეთქვა! (ფილმი)

თამთა მეგრელიშვილი

თამთა და დინო

დღეს ინტერნეტში გავრცელდა რეჟისორ დინო გეთიაშვილის  ფილმიდან “პირველი დღე განთიადის გარეშე” კადრები. სრული ვერსიის ნახვა საზოგადოებას დიდ ეკრანზე შეეძლება. ფილმმა უამრავი მოწონება და კომენტარი დაიმსახურა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ფილმი არ შექმნილა პავილიონში, არც გადასაღები მოედანი ყოფილა, არც სტაფი და არც დაძახილი „ექშენ“. არ დაიჯერებთ, მაგრამ ფილმმა ერთ პატარა საცხოვრებელ ოთახში ჩაიდგა სული, თუმცა სჯობს ასე დავიწყოთ – დინო გეთიაშვილი, ბიჭი, რომელმაც ცარიელი ხელებით ხუთი სრულმეტრაჟიანი ფილმისა და უამრავი მოკლემეტრაჟიანი ფილმის შექმნა მოახერხა! ბიჭი, რომელსაც სტიქიური დამოკიდებულება აქვს კინოსა და საკუთარი საქმის მიმართ!

დინო მიღიმის და იწყებს… არაერთი მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ მოვხვდი,”არ” მოვხვდი თეატრალურ უნივერსიტეტში… მერე დაიწყო და დღესაც გრძელდება ღამის თენება! ვუყურებ ფილმებს, რომლებიც მსოფლიო ლეგენდებმა შექმნეს,ვაკვირდები,ვსწავლობ,დღეს ბევრ “იქ დამთავრებულ”ტიპზე კარგად ვიცი კინოს ისტორია, ვქმნი ფილმებს და თავად ვარ სცენარისტიც,რეჟისორიც,ოპერატორიც,თავადვე ვაკეთებ მონტაჟს, განათებას… ყველაფერს თავად ვქმნი აი აქ, სადაც ახლა ვსხედვართ, აქ იწერება და აქ იქმნება ყველაფერი და ეს ფილმიც…

ფილმი “პირველი დღე განთიადის გარეშე”- ფსიქოლოგიური დრამაა. მოქმედება თბილისში ვითარდება,ფილმში გენიალურადაა გადმოცემული ხელოვანის სახე და რეალობა, რომელიც არჩევანის ზღვარზე აყენებს მას და საკუთარ საქმეზე უგონოდ შეყვარებულს უწევს ბრძოლა საკუთარ თავთან,ფილმთან და ოჯახთან,უწევს იმის დამტკიცება, რომ შეუძლებელი არაფერია და თუ ის,რისთვისაც იბრძვი, მართლა შენია,შენ გაიმარჯვებ! სწორედ ამ გამარჯვების შედეგია ეს ფილმიცა და დანარჩენი ფილმებიც! დღეს არავის საყვედურობს,პირიქით, მადლობელია მეუღლის, ულამაზესი ნათიასი, რომელიც მორალურად ამხნევებს და სითბოსა და სიყვარულს არ იშურებს მისთვის.

ოცნება? ერთადერთი ოცნება აქვს- დაიღალოს,დაიღალოს ფილმის გადაღებით!დაიღალოს ამ საქმით! კიდევ, ძალიან სჭირდება პროდიუსერი რომელიც დღის შუქზე გამოიტანს მის შემოქმედებას. სევდანარევი ღიმილით იხსენებს ადამიანებს რომლებმაც დახმარების ნაცვლად ბევრჯერ დაუდეს ფეხი,ბევრჯერ თეატრალური ინსტიტუტიდანაც გამოუშვეს,უთხრეს რომ მისი ფილმი ფესტივალზე უბრალოდ ვერ მოხვდება! ბევრ რამეს იხსენებს, მაგრამ ამბობს -“მჯერა გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაინახავს და დააფასებს ჩემს შრომას,თავდადებას და სიგიჟეს, რომელიც მე დაბადებიდან მარგუნა ბედმა,მჯერა გამოჩნდება ადამიანი და ჩვენ ერთად დავამტკიცებთ, რომ ხელოვნება და მისთვის თავგანწირული ადამიანები არ მარცხდებიან ფულით ნაყიდი წარმატებისა და გავლენის წინაშე!“

ფიქრობს, რომ ამ ფილმით ის თქვა, რაც ახლა უნდა ეთქვა! სათქმელი ბევრი აქვს და იტყვის აუცილებლად იტყვის…

ახლა კი გთავაზობთ ფსიქოლოგიურ დრამას. კადრები ფილმიდან “პირველი დღე განთიადის გარეშე”.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პატრიარქი – არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ ...