Home » მთავარი » “პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე 112-ზე დარეკეთ”

“პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე 112-ზე დარეკეთ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ნებისმიერი ვირუსის სიმპტომების აღმოჩენისთანავე კლინიკებს არ მიმართონ და ჯერ 112-ს დაუკავშირდნენ.

„როდესაც თავს შეუძლოდ იგრძნობთ, გექნებათ ტემპერატურა და სუნთქვის უკმარისობა,  პირველ რიგში, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან  უნდა დარეკოთ 112-ში,  რომელიც სრულად არის მობილიზებული (მოქმედებს ტელემედიცინა), შემდეგ კი, უკვე ექიმები მართავენ სიტუაციას. ასევე ჩვენ ყველა რეგიონში  გვყავს ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები არიან კონკრეტულ სტაციონარებში მობილიზებული იმისთვის, რომ ტელემედიცინის საშუალებით, პირველადი კონსულტაცია გაუწიონ ჩვენს მოქალაქეებს, რომელსაც პირველი სიმპოტომები ექნებათ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ 112-ის ცენტრში სტუმრობისას.

გახარიამ 112-ში ამოქმედებულ ტელემედიცინის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით, იღებს პროფესიონალებისგან მაღალ მომსახურეობას,  სასწრაფო დახმარების ქსელი აღარ იტვირთება და სტაციონალური მომსახურებაც  იზოგება დაინფიცირებულების სამკურნალოდ.

“ტელემედიცინა აძლევს  თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობას, სიმპტომების გაჩენისთანავე მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია, გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ მიმართოს სტაციონარს და თუ მიმართავს ცხელების ცენტრს, მაშინვე ჩაუტარდება ტესტი და გაირკვევა – ეს არის “კოვიდ19”, თუ ეს არის სხვა რამ. აქედან კი მოხდება  სტაციონარებში გადანაწილება. “- აღნიშნა გახარიამ.

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...