Home » მედიცინა » პირველ საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს 15 გამოჯანმრთელებულს გაწერენ

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს 15 გამოჯანმრთელებულს გაწერენ

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციაში 8 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ორი მათგანის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა. აღნიშნულის შესახებ ამავე კლინიკის დირექტორმა განაცხადა. ლევან რატიანის ინფორმაციით, მათთან ორი ახალი პაციენტია შეყვანილი, რომლებსაც ჩაუტარდათ კომპიუტერული და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, თუმცა  პათოლოგიური ცვლილებები არ აქვთ და მათზე დაკვირვება გრძელდება.

“კრიტიკულ მდგომარეობაში გვყავდა 3 პაციენტი, ერთის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა  სტაბილურად მძიმეა. კონტროლდება ვიტალური პარამეტრები, – განაცხადა რატიანმა.

კლინიკის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ  მათ ცენტრში 86 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.  რამდენიმე საათში კი 15-მდე გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს კლინიკას.

 

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...