Home » მთავარი » პოლიტიკისაგან უნდა გაიმიჯნოს ბაგა-ბაღები და ადგილი დავუთმოთ ამ საქმის მცოდნე პროფესიონალებს!

პოლიტიკისაგან უნდა გაიმიჯნოს ბაგა-ბაღები და ადგილი დავუთმოთ ამ საქმის მცოდნე პროფესიონალებს!

მერი ჩხენკელი  

“პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა”                

-სკოლამდელი განათლება  ის საფუძველთა საფუძველია, რომელზედაც დგას განათლების შემდეგი საფეხურები-ზოგადი,პროფესიული თუ უმაღლესი განათლება.

მართალია, დედაქალაქში გასულ წლებთან შედარებით  მოწესრიგდა სკოლამდელ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში სრულად აღმოფხვრილია პრობლემები. განსაკუთრებით, მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში. იყო პერიოდი, როდესაც სამთავრობო სტრუქტურებში სკოლამდელ დაწესებულებას განიხილავდნენ როგორც არარენტაბელურ, წამგებიან დარგს. დღვანდელი გადასახედიდან უნდა აღინიშნოს, რომ შედარებით დაიხვეწა  ბაგა-ბაღების შენობა-ნაგებობების,ბავშვთა ჰიგიენის, სანიტარული ნორმების დაცვის მექანიზმი.

ბოლო 5-6 წლის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა კვებასთან დაკავშირებული რეგულაციები. 2015-16 წლებში  თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს და დედაქალაქის მუნუციპალიტეტის მიერ ბავშვთა კვებაში გამოცხადებულმა და საეჭვო პირობებში  ჩატარებულმა ტენედერებმა რამდენიმე გამარჯვებული( 6-7) გამარჯვებული  გამოავლინა და თითოეულ მათგანს მიანიჭა უფლება ბაგა-ბაღებში შეეტანათ გარკვეული დასახელების პროდუქტები. კვების პროდუქტების მიწოდებაში უსისტემო გრაფიკმა, კვების ნორმების არასწორმა გათვლამ სრული ანარქია შეიტანა დედაქალაქის სკოლამდელ დაწესებულებებში. შედეგი ის იყო, რომ კვების პროდუქტები ბაგა-ბაღებში არაორგანიზებულად შედიოდა. ხან-შუადღით, ხან-ღამით, როდესაც სამუშაო საათები დამთავრებული იყო და პროდუქტებს ყოველგვარი შემოწმებისა და კონტროლის გარეშე დარაჯს ბარდებოდა!!!…ხდებოდა ისეც, რომ შუადღით გასაცემი საკვები ბავშვებს საღამოს მიეწოდებოდათ, ეს კი კვების ნორმების დარღვევა გახლავთ.პროდუქტების დიდი ნაწილი შემდგომ, უბრალოდ, იყრებოდა, რაზედაც ბაგა-ბაღებმა  განგაშის ზარი შემოჰკრეს. არადა, სააგენტოს ხელმძღვანელობა თავს იწონებდა, პროგრესი მოვახდინეთ ბავშვთა კვებაშიო. მას შემდეგ რამდენიმე მიმწოდებელი შიცვალა, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ თანამდებობეზე ინიშნებიან  არაპროფესიონალი კადრები. უნარების ჩაბარება არ ნიშნავს პროფესიონალიზმს.

მინდა მივმართო მუნიციპალიტეტებს, ბაგა-ბაღების სააგენტოს, შეწყვიტონ სკოლამდელი კადრების შერჩევა პოლიტიკური და ნეპოტიზმის ნიშნის მიხედვით. (განსაკუთრებით, ადმინისტაციული კადრებისა). ცხადა თუ შეფარვით  ნუ დავყოფთ სკოლამდელ სფეროში მომუშავე კადრებს ამა თუ იმ ხელისუფლებაში , პარტიული ნიშნით მომუშავე ჯგუფებად. უპრიანია კადრები შეირჩეს პროფესიონალიზმის, საქმისადმი ღრმა ცოდნითა და კეთილსინდისიერი  მიდგომით.

ჩემი თხოვნაა, პოლიტიკისაგან გაიმიჯნოს ბაგა-ბაღები და ადგილი დავუთმოთ ამ საქმის მცოდნე პროფესიონალებს!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ…”

გიორგი კეკელიძე -იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე ...