Home » კატეგორიის გარეშე » პოლიტიკური დევნის საკითხთა კომისიამ გიგი უგულავა პოლიტპატიმრად სცნო

პოლიტიკური დევნის საკითხთა კომისიამ გიგი უგულავა პოლიტპატიმრად სცნო

პოლიტიკური დევნის საკითხთა კომისიამ გიგი უგულავა პოლიტპატიმრად სცნო. როგორც ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, სამ დღეში მომზადდება დოკუმენტი, რომლითაც დაასაბუთებენ, თუ რატომ მიიღო კომისიამ ეს გადაწყვეტილება. ასევე სამ დღეში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და დასავლეთელ პარტნიორებს გადაეგზავნებათ კონკრეტული არგუმენტები ამ საქმესთან დაკავშირებით.

“ჩვენ გვინდა რომ მივაღწიოთ ერთის მხრივ უგულავას პატიმრობის გაცილებით ადრე დასრულებას და ასევე სხვა ადამიანების მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენის პრევენციას.

არ დარჩენილა საქართველოში პოლიტიკური პარტია, კრიტიკული მედია, რომლის ლიდერები არ იყვნენ სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი. თუ ჩვენ სათანადოდ აქტიურები არ ვიქნებით, შეიძლება ხვალ მსგავს მდგომარეობაში მეტი ადამიანი იყოს, ჩვენ კი შუააზიურ დიქტატურაში აღმოვჩნდეთ.”-აცხადებს ჩხარტიშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

მაქსიმუმს გავაკეთებთ რომ შეთანხმება სამართლიან პრინციპებზე მოხდეს

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ...