Home » მთავარი » „პოლიტიკური ქველმოქმედების“ მავნებლობა-სიკეთე პოლიტიკური გამორჩენის სანაცვლოდ …

„პოლიტიკური ქველმოქმედების“ მავნებლობა-სიკეთე პოლიტიკური გამორჩენის სანაცვლოდ …

პოლიტიკით ავადმყოფი ადამიანებისსიკეთე”-უბედურებად უბრუნდება ხალხს და ქვეყანას!

  „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ე.წ. „პოლიტიკური ქველმოქმედების“ მავნებლობაზე საუბრობს.

-“არსებობს  ბიბლიური  სიბრძნე:  სიკეთეს რომ გაგიკეთებენ  – დაიმახსოვრე და სიკეთეს რომ გაუკეთებ, დაივიწყეო 21  საუკუნის საქართველოში    სამწუხაროდ,  ყველაფერი საპირისპიროდაა.   სიკეთე და ქველმოქმედება  პოლიტიკური  გამორჩენის სანაცვლოდ  – ეს   უბედურება პოლიტიკანებმა დანერგეს მშობლიურ სოფელს თუ რაიონს , ხალხისთვის წაგლეჯილი ფულით რაღაც სიკეთეს გაუკეთებენ შემდეგ კი , მთელი ცხოვრება აყვედრიან და რაც ყველაზე დიდი ცოდვაა, სანაცვლოდ დეპუტატობას,პოლიტიკურ მხარდაჭერას  თხოვენ.

სწორედ ამ ადამიანებმა მოუტანეს ხალხს სიდუხჭირე, მოჩვენებითი მზრუნველობის ფასად. სწორედ ასეთი პოლიტიკანები იმარჯვებენ  დიდი ხანია საქართველოში არჩევნებში და ანგრევენ ქვეყანას. პირდაპირ ვამბობ: პოლიტიკით ავადმყოფი ადამიანების “სიკეთე”-უბედურებად უბრუნდება ხალხს და ქვეყანას!“-აცხადებს შაშიაშვილი.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...