Home » მთავარი » პოლიტიკურ „აიწონა-დაიწონას“ რუსთავში მარტოხელა დედა, „ოცნების“ წევრი შეეწირა

პოლიტიკურ „აიწონა-დაიწონას“ რუსთავში მარტოხელა დედა, „ოცნების“ წევრი შეეწირა

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკური გათავისუფლებები რუსთავისთვის ახალი არ არის. რამდენიმე ხნის წინ ბრიფინგი გამართა აწ უკვე ვიცე-მერმა გოჩა ლორიამ და განაცხადა, რომ ის უკანონოდ და პოლიტიკური მოტივით არის გათავისუფლებული.

უკანონო და პოლიტიკური გათავისუფლების მსხვერპლია ა.ა.ი.პ. „რუსთავის კორპუსის“ უკვე ყოფილი დირექტორი ირმა მესხიც.

რუსთავში ამბობენ, რომ „ვიღაც“ „ოცნების“ აქტივისტებსა და წევრებზე შურს იძიებს. ჭორის დონეზე მოსიარულე ფრაზის დაჯერება ძნელი იქნებოდა, რომ არა გათავისუფლებების სერია… ამჯერადაც სამსახურიდან გაშვება  ისევ „ქართული ოცნების“ წევრს შეეხო, რომელიც საკმაოდ აქტიურობდა არჩევნებზე.

დევნილთა საკითხების სპეციალისტი ირმა ზარქუა სამსახურიდან გუშინ გაათავისუფლეს. გაფრთხილება ბრძანების დაწერამდე 3 საათით ადრე მიიღო, რაც უკვე აშკარა კანონდარღვევაა. მის გათავისუფლებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება როგორც რუსტავში ასევე სოციალურ ქსელშიც.

-„ მცირეწლოვანი შვილის დედა და ქართული ოცნების აქტიური წევრი ირმა ზარქუა გუშინ სამსახურიდან გაათავისუფლეს დაფარული მამალ-ნაცის დავით ჯიქიას დავალებით.

-„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამსახურებიდან. მართლაც, მწარე ქოცებს რომ ყრიან ნაცები!..“

-„ ამ ფოტოზე ირმასთან ერთად გადაღებულ პიროვნებებს ვთხოვ, ერთხელ და სამუდამოდ დაინტერესდნენ მამალ-ნაც ჯიქიას ქმედებებით, თორემ მათი სიჩუმე მათსავე რეიტინგზე მეტად უარყოფითად აისახება.

-დავუდგეთ გვერდში მცირეწლოვანი პატარა ქართველის დედას!
-ნუ მივცემთ ჯიქიასნაირ ნაც-ფეოდალებს, მოაბრუნონ ხელისუფლებაში ჯალათები!“

-„იმისთვის ვიბრძოლეთ, რომ ისევ ნაციონალები წყვეტდნენ ყველაფერს? სად არიან „ოცნების ჯარისკაცები“? სად არის „ნამდვილი ოცნება“? – ვკითხულობთ ფეისბუქზე.

ჩვენ ვცადეთ ირმა ზარქუასთან გასაუბრება ვცადეთ, მაგრამ მან საუბრის გადადება გვთხოვა და მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა:

-“ნამდვილად ძალიან მწყდება გული, გაბრაზებულიც ვარ, მაგრამ არ მინდა ემოციების ფონზე საუბარი, ვრჩები “ოცნების” ჯარისკაცად, ვაგრძელებ ერთგულად ვემსახურო ჩემს ქალაქს და რათქმაუნდა ჩემს ქვეყანას!”

რუსთავი არ არის საქართველოს ერთადერთი ქალაქი, სადაც მსგავსს მოვლენებს აქვს ადგილი. სულ რამდენიმე დღის წინ გურჯაანის მოსახლეობაც ანალოგიურ პრობლემაზე წერდა, თუმცა არა მარტო გურჯაანი…არაერთხელ გაგვიგია, რომ „ოცნების“ აქტივისტებს ან თავად ოცნების ბობოლა წევრებმა უწოდეს „ჩანერგილები“, ან ახალ ხელისუფლებაში გადაბარგებულმა „გაოცნებებულმა ნაციონალებმა“ დაატოვებინეს სამსახური…და იბადება კითხვა-„ოცნება, დრო აღარ დადგა რომ გაიღვიძო???

ჯერ სასწორი თქვენს სასარგებლოდ არ იხრება!

 

 

 

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ…”

გიორგი კეკელიძე -იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე ...