Home » F-vews » პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება (ვიდეო)

პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელიც პოლიციელებისა და ახალგაზრდების დაპირისპირებას ასახავს, დიდი რეზონანსი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

იხ. ვიდეო

https://www.facebook.com/LINKPFG/videos/1446278645450780/?hc_ref=NEWSFEED

ვიდეოს გამოეხმაურა უფლებადამცველი დავით ლორია:

-ნებისმიერი ადამიანის ავტორიტეტი განისაზღვრება თავისი პიროვნული დონით. მნიშვნელობა არ აქვს სად მუშაობ და რას საქმიანობ, როცა სამსახურში ხარ უნდა იყო სერიოზული. მითუმეტეს, თუ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ხარ და პოლიციელი გქვია.
თუ არ გინდა, რომ დაუფიქრებლად და უაზროდ ნათქვამი სიტყვების გამო თავი იმართლო, ან იმ სიტყვის გამო ასე ერთხმაში გეყაყანონ, უნდა აკონტროლო შენი თითოეული სიტყვა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებ სხვისი სიტყვების გაკონტრლებას. როდესაც პოლიციელი მოქალაქეს (ან მოქალაქეებს) წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებ, ვერავინ ვერ უნდა გაგიბედოს თითის ქნევით საუბარი და ვერც გაგიბედავს, თუ შენ თვითონ არ დაარღვევ კანონიერების სამართლებრივ პრინციპს. პოლიციელი უნდა იდგე მოწოდების სიმაღლეზე და აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის უნდა იყო პატივისცემი, იმიტომ რომ შენ იცავ წესრიგს ! წესრიგის დამრღვევებს კი შენი გაფრთხილების, ან შენიშვნის მიცემის გაუთვალისწინებლობა უნდა აშინებდეთ.

პ.ს. საქართველოში არიან მკაცრი იმიჯის მქონე პოლიციელები. ხოლო, ვისაც სერიოზულობა და სიმკაცრე არ გააჩნია და მსგავსი ფაქტებით პოლიციის იმიჯს შელახავს, იმის ადგილი პოლიციის რიგებში არ არის.

ნერვები თუ ქონდა და სამსახურებრივ მოვალეობას თუ ასრულებდა, გვერდებში დაგანგრევ თავიდანვე არ უნდა ეთქვა. მერე რომ გადაუარეს, ეს თმენის ვალდებულება კი არა, უკვე დაჩმორება ქვია. როგორ უნდა ბედავდეს პოლიციელის მომართ ასეთ საუბარს, თუნდაც მართალი ყოფილიყო. შენ ბიჭო და პაგონებს დაგახევ რას ნიშნავს ?!“

იქვე ვნახავთ სალომე ბარათაშვილის კომენტარსაც, რომელიც როგორც მისი ნაწერიდან ვგებულობთ თავადაც პოლიციელია.

-„ძალიან გამაბრაზა ამ ვიდეომ .. გაზიარებაც დავაპირე ჩემი ემოციებით მაგრამ თავი შევიკავე ერთადერთი მიზეზის გამო ! მეც პოლიციელი ვარ და ვთვლი რომ სხვაზე მეტად მაქვს თმენის ვალდებულება .. ამ ვიდეოშიც რატომღაც ეს უფრო ამოვიკითხე .. ვინ იცის რა ნერვების ფასად, რა თავმოყვარეობის ფასად დაუჯდა ამ კაცს ამ ბიჭების ასეთი საქციელი .. მეც არ მომწონს ისეთი პოლიცია, რომელსაც ასე ესაუბრებიან მაგრამ მე მომწონს პოლიცია რომელსაც კარგად აქვს გააზრებული თმენის ვალდებულება .. არ ვიცი არ გამკიცხოთ .. მიუხედავად იმისა რომ ძალიან გავბრაზდი მაინც მესიამოვნა რომ ამ პოლიციელს ბოლომდე ეყო ნერვები და ვიღაცას ის არ ათქმევინა რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენაო ..-წერს ბარათაშვილი.

თუ სოციალურ ქსელს თვალს გადავავლებთ და ვიდეოში აღწერილი ფაქტის შეფასებებს ვნახავთ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ საზოგადოების აზრი არაერთგვაროვანია. ზოგი მეტ სიმკაცრეს და პოლიციელების მიმართ პატივისცემას მოითხოვს, ზოგიც ასეთი პოლიციელების სტრუქტურიდან გაშვებაზე საუბრობს და ზოგსაც უბრალოდ მოსწონს ახალგაზრდების თავის დაცვის უნარი. ზოგს პოლიციელი შეეცოდა, ზოგმა კი განაცხადა რომ თავმოყვარეობა არ აქვს და „ ძველი დროის ინსტიქტებს ვერ შეელია“

-„სწორი იყო მინისტრი ასეთი პოლიციელებისგან უნდა გაეწმინდა საპატრულოები..რეგიონებში კიდე უფრო ცუდად არის საქმე“-წერენ სოციალურ ქსელში.

მოკლედ, ასეა თუ ისეა, საზოგადოება იმაში მაინც თანხმდება, რომ ამ მხრივ რეგიონებში უფრო მძიმე მდგომარეობაა.

კომენტარისთვის “სამართალდამცველთა ლიგის“ წარმომადგენელს ზაზა ჭაიას დავუკავშირდით.

-რა კომენტარი უნდა გავაკეთო?!. ის, რაც პოლიციის თავს დღეს ხდება საქართველოში, არც ერთ სახელმწიფოში არ ხდება!

-და რა არის ამის მიზეზი თქვენი აზრით?

-იმიტომ, რომ შსს–ში აღდგა სისტემური დანაშაულები:

  1. სტატისტიკის გაყალბება
  2. დანაშულის დამალვა
  3. მძიმე დანაშაულის არაჯეროვანი მსუბუქი მუხლებით აღძვრა
  4. ძალადობა შსს–ს ოფისებში
  5. არჩადენილი დანაშაულის დაბრალება

ამას დაამატეთ შსს–ს მცდარი პოლიტიკა, კატასტროფული საკადრო პოლიტიკა და მივიღებთ იმ მზიმე კრიმინოგენულო მდგომარეობას და მისგან გამომდინარე შედეგებს, რასაც საზოგადოების ნებისმიერი წევრი, პოლიტიკური გემოვნებისდა მიუხედავად, უკვეთავის თავზე გრძნობს!

  1. აგდებული დამოკიდებულება მოქალაქეთა განცხადებებისადმი.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...