Home » მთავარი » “პოლიციას იძულებულს ნუ გახდით, შარის არიდების მიზნით მოსვლა შეგნებულად დააგვიანოს”

“პოლიციას იძულებულს ნუ გახდით, შარის არიდების მიზნით მოსვლა შეგნებულად დააგვიანოს”

დავით ლორია

ვისაც ოდნავ მაინც შეუძლია ლოგიკური აზროვნება, იმას ვთხოვ ჩემს კითხვებზე გამომეპასუხოს !

(1) როგორ შეიძლება, რომ პოლიციელს, ან თუნდაც ნებისმიერ ადამიანს (განსაკუთრებით უმიზეზოდ) ადამიანის სიკვდილი უნდოდეს ?

(2) კანონისა და საზოგადოების წინაშე, მოქალაქეების მიმართ აგრესიულად გამორჩეული მამაკაცის (რომელიც ასევე პოლიციელებს სიტყვებით შეურაცჰყოფს), პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის ვალდებულება აქვს, თუ არა სამართალდამცველებს ? პოლიცია რისთვის გამოიძახეს ?

(3) პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს ?
თუ, ძალა გამოიყენეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცემაში შემოაკვდათ ? თვითმხილველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დაარღვია კანონი ? ვინ რას წარმოიდგენდა, ადამიანი აგრესიულობდეს და მერე უცებ გარდაიცვალოს ?

(4) უბედური შემთხვევა ერთი დღეა რაც მოხდა. გამოძიება ერთი დღეა მიმდინარეობს, რაც ჯერ არ დასრულებულა და მინისტრის გადადგომას რა ლოგიკით ითხოვენ, თუ პირადად მინისტრის გადადგომის ინტერესი არ გააჩნიათ ?

(5) თქვენ გინდათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პოლიციელი უმოქმედოთ აკვირდებოდეს მოქალაქეების კონფლიკტურ სიტუაციას ? სანამ ვინმეს არ გალახავენ, ჭრილობას არ მიაყენებენ და ტყვიას არ ესვრიან, პოლიცია მოწმის სახით უნდა ცხადდებოდეს ?

ინფორმაციის სახით, იმასაც გეტყვით რომ, როდესაც ადამიანი დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობას უწევს, ყოველი მეორე დაღლილობით ცუდად ხდება. მითუმეტეს, როდესაც ნარკოტიკის, ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

პ.ს. პოლიციას იძულებულს ნუ გახდით, რომ თქვენი გამოძახების შემთხვევის დროს, მსგავსი შარის არიდების მიზნით მოსვლა შეგნებულად დააგვიანოს. აი ამის მიხწევას ცდილობს დღეს საზოგადოების გარკვეული ნაწილი.

Facebook Comments
x

Check Also

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუატატო მანდატი დატოვა

მარიამ ახალკაცი “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუტატო მანდატი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ...