Home » მთავარი » პორტუგალიის თვითმფრინავში მგზავრმა ბომბის შესახებ განგაში ატეხა

პორტუგალიის თვითმფრინავში მგზავრმა ბომბის შესახებ განგაში ატეხა

ბერგამო-პორტუს ავიარეისზე მამაკაცი მაშინ დააკავეს, როდესაც ბომბის არსებობის შესახებ განგაში ატეხა.
იტალიის ქალაქ ბერგამოდან პორტუგალიის ქალაქ პორტუში თვითმფრინავის დაფრენისას ერთ-ერთმა მგზავრმა განგაში ატეხა, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აიტანა. თვითმფრინავი სპეციალურ ზონაში დასვეს და სპეც. სამსახურებისა თუ სამაშველო რაზმის გამოძახების შემდეგ ყველაფერი დეტალურად შეამოწმეს. ამ დროის განმავლობაში ყველა მგზავრი იძულებული გახდა ბორტზე დარჩენილიყო. თვითმფრინავში ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოაჩინეს. სამართალდამცავებმა განგაშის მომწყობი დააკავეს. ის იტალიის მოქალაქე აღმოჩნდა.

Facebook Comments
x

Check Also

“მომავლის გზა” სამართალს ეძებს – ,,ზოგჯერ ქველმოქმედებაზეც კი გულს გიცრუებენ!!!”

რუბრიკა თქვენი სათქმელი დავით კინწურაშვილი საქველმოქმედო ფონდი “მომავლის გზა” -სად არის სამართალი ყოველივე ამის შემდეგ!!! ...