Home » მთავარი » პრეზიდენტთან შეხვედრისას გიორგი თევზაძემ უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა

პრეზიდენტთან შეხვედრისას გიორგი თევზაძემ უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა.  გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას კონსტიტუციის ახალი პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე საკუთარი შეხედულებები გააცნო, მათი მოსაზრებები მოისმინა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

 კონსტიტუციის განხილვის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის აუცილებლობის შესახებ.

 გიორგი თევზაძემ პრეზიდენტთან  საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონსტიტუციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე  და უცხო ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომერციულ კომპანიებზე, თუ ბანკებზე მიწის გასხვისების აკძალვის ჩანაწერის აუცილებლობის დაფიქსირების შესახებ.

 თევზაძემ აღნიშნა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს საქართველოს კონსტიტუციაში უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის ჩანაწერის დაფიქსირებას ასეთ შემთხვევაში მომავალში შესაძლებელია საქართველოში მოსახლეობის მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით ქართული მიწის უმეტესი ნაწილის მესაკუთრე აღმოჩნდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები და საქართველოში დაფუძნებული იურიდული პირები და ბანკები ხოლო ქართველი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩეს მიწის საკუთრებისა და სარგებლობის გარეშე, რაც ასევე ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დადებითი შედეგის მომტანი არ იქნება.

 

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის ...