Home » მთავარი » პრეზიდენტის კომპეტენციის შემცირება ეწინააღმდეგება დემოკრატიული განვითარების ინტერესებს

პრეზიდენტის კომპეტენციის შემცირება ეწინააღმდეგება დემოკრატიული განვითარების ინტერესებს

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის და უფლებადამცველის გიორგი თევზაძის განცხადებით საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციის შემცირება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესებს.

-„საქართველველოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში მედია–საშუალებებით გაჟღერდა ინფორმაცია ქვეყნის სახელისუფლო მოწყობის არსებითი ცვლილებისა და გამოკვეთილი საპარლამეტომ მოწყობის პრინციპებზე გადასვლის თაობაზე. სამწუხაროს ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობით მოქმედი პოლიტიკური გუნდი ცდილობს, სუბიექტური მიდგომებით შეცვალოს ძირითადი იურიდიული დოკუმენტი – საქართველოს კონსტიტუცია, ისე რომ არ ითვალისწინებს ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებს, შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას, ქვეყნის სტრატეგიულ საჭიროებებს.

არაერთი გამოკვეთილი ფაქტორის გათვალისწინებით, კატეგორიულად დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციის რაიმე ფორმით შეკვეცა და შეზღუდვა ქვეყნის განვითარების მოცემულ ეტაპზე. ასეთი ცვლილება ჩვენი და არაერთი სპეციალისტის მოსაზრებით, არსებითად შეაფერხებს ქვეყნის გამოწვევების, განსაკუთრებით გარე ფაქტორების მიმართ არსებული გამოწვეებზე ქვეყნის ადეკვატურ რეაგირებებს და შესაძლებელია საზოჰგადოებისა და ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით რეალური საფრთხეების შექმნა გამოიწვიოს.

აშკარაა, რომ ქვეყანა განვითარების მოცემულ ეტაპზე მზად არ არის მსგავსი ცვლილებებისთვის. საქართველოს შერეული საპარლამენტო მოდელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელისუფლებო შტოების ბალანსის პროცესში. მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობა მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისითაც. სავარაუდო ცვლილებები, რომელზეც მიდის დისკუსია საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, გამოიწვევს აღნიშნული ბალანსის დარღვევას. გამოკვეთილი საპარლამენტო მოდელი მოქმედებს მხოლოდ მაღალი დემოკრატიული ღირებულებების მქონე განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, სადაც საზოგადოება და ხელისუფლება მენტალურადაც მზად არის ასეთი მოდელის პირობებში ცხოვრებისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის წევრები გაცნობიერებენ მაღალ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, გაანალიზებენ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებს და რისკებს, ასევე უცხოეთის ქვეყნების გამოცდილებას და მიიღებენ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს და დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს“ –აცხადებს უფლებადამცველი.

 

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

“გავაგონოთ ივანიშვილს და მის პრეზიდენტს ხალხის პროტესტი!..”-აქცია ათონელზე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს. ზაალ უდუმაშვილის თქმით, რეზიდენციასთან აქცია ...