Home » მთავარი » პრეზიდენტი მზადაა პარლამენტთან თანამშრომლობისა და ღია დიალოგისთვის

პრეზიდენტი მზადაა პარლამენტთან თანამშრომლობისა და ღია დიალოგისთვის

მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომა  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.

პრეზიდენტი მიესალმა დარბაზში მყოფთ და პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობას გადაუხადა მადლობა არჩევნებში მონაწილეობისა და ახალი პარლამენტის არჩევნებისთვის.

პრეზიდენტმა მიულოცა არჩეულ დეპუტატებს მუშაობის დაწყება და განაცხადა, რომ არჩევნებით იწყება ახალი პოლიტიკური ცხოვრება.

გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტს დიალოგის კონსტრუქციული მეთოდი შესთავაზა და მისი 3 წლიანი მმართველობის პერიოდი გაიხსენა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ვერასდროს შეეგულება სამოქალაქო სექტორის, მედიის უფლებების შეზღუდვას და ამავე დროს გამოთქვა მზაობა პარლამენტთან მუშაობისთვის.

მისი თქმით დემოკრატიულ პროცესს გაფრთხილება და განმტკიცება სჭირდება და აუცილებელია გამოწვევები იქცნენ შესაძლებლობებად. აუცილებელია შეიქმნას დამატებითი ინსტრუმენტები სამოქალაქო ჩართულობისთვის.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...