Home » ინტერვიუ » “პრეზიდენტი ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა…შოუს შემდეგ კონსტუტუცია სათანადოდ გაფორმდა”

“პრეზიდენტი ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა…შოუს შემდეგ კონსტუტუცია სათანადოდ გაფორმდა”

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული პოლიტიკური ბატალიები დასრულდა. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კონსტიტუციის პროექტს, რომელიც 2018 წელს შევა ძალაში. ოპოზიციური სპექტრი საკონსტიტუციო რეფორმით უკმაყოფილოა.

რამდენად წაადგება პრეზიდენტ მარგველაშვილის პოლიტიკურ იმიჯს საკონსტიტუციო რეფორმის პერიოდში მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გამოკვეთილი პოლიტიკური სიმპათიები, ამას დრო აჩვენებს. დღეს ფაქტია, გუნდმა, რომელმაც მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე მოიყვანა, ის საბოლოოდ გარიყა და მასთან სამომავლო თანამშრომლობას წერტილი დაუსვა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო.

რატომ მოაწერა მის მიერ არაერთგზის გაკრიტიკებულ და დაგმობილ საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი, რა დივიდენდებს მისცემს ეს მას სამომავლოდ და რამდენად იკითხება მარნეულის ინცინდენტში რომელიმე ოპოზიციური ძალის ხელწერა?- ამ საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატ ნუკრი ქანთარიას კომენტარი ვთხოვეთ.

_ ბატონო ნუკრი, ოპოზიცია ელოდა, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს არ მოაწერდა…

_ დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტისთვის იოლი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, მარგველაშვილმა კარგად იცოდა, რომ თუ ის კონსტიტუციას ხელს არ მოაწერდა, ტექნიკური თვალსაზრისით კონსტიტუციის მიღება არ შეფერხდებოდა და ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერდა. მაგრამ ეს ნაბიჯი პრეზიდენტ მარგველაშვილის ბიორგაფიაში იქნებოდა შავი ლაქა, ისევე როგორც ქვეყნისთვის, რადგანაც ქვეყნის პრეზიდენტმა კონსტიტუციას ხელი არ მოაწერა. მეორეს მხრივ, მარგველაშვილმა იცოდა, რომ პირველივე ჯერზე კონსტიტუციაზე ხელის მოწერის შემთხვევაში, ის ვერ აიცილებდა იმ ოპოზიციური ძალების მხრიდან თავდასხმას, რომლის შემოკრებასაც ცდილობდა. პრეზიდენტი სწორედ ამ ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა.  ვფიქრობ,ამ ხელმოწერით იძულებითი, მაგრამ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა მისთვისვე საზიანო გადაწყვეტილება მიიღო და ის შეკოწიწებული რკალი ჩამოეშალა, საბოლოოდ მას სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება გამოუვიდა. როგორი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა მას სახელისუფლო გუნდთან, ეს ყველასთვის ნათელია.

_ თუმცა, ბოლოს მაინც სწორი გადაწყვეტილება მიიღო…

_ ერთის მხრივ ილაპარაკო, რომ პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნისთვის საზიანოა, მაგრამ მაინც ხელს ვაწერ, ეს იყო არასწორი; მეორეს მხრივ, ეს იყო ფარული მოწოდება, რომ მეტი ამომრჩეველი ოზიციისკენ წასულიყო. ეს ქმედება მისი მხრიდან ერთგვარი თავის მართლებაა. რაც შეეხება კონსტიტუციას, არაერთხელ მითქვამს, რომ ეს კონსტიტუცია გაცილებით უკეთესია ყველა წინა კონსტიტუციაზე. საბოლოოდ, მისი მიღება ისე მოხდა, როგორც უნდა იყოს და ხელი პრეზიდენტმა მოაწერა ანუ მთელი ამხელა შოუს დადგმის შემდეგ, კონსტუტუცია სათანადოდ გაფორმდა.

_ რას იტყვით მარნეულის ინცინდენტზე, „ქართული ოცნების“ ოფისში ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ფაქტზე? ფაქტია, არიან დაჭრილები…

_ მართლაც რომძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა „ქართული ოცნების“ ოფისში. მაგრამ მე არ ვიტყოდი, რომ ეს იყო რომელიმე ოპოზიციური, თუნდაც ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალის მიერ დაგეგმილი აქტი. ამას ვერცერთი ოპოზიციური ძალა ვერ გაბედავდა. მგონია, რომ საქმე გვაქვს პიროვნულ ნიადაგზე აღმოცენებულ კონფლიქტთან. ამ ეტაპზე ამ ინცინდენტის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ შეიძლება, არასწორი იქნება. საბოლოო სიტყვას გამოძიება იტყვის და ყველა გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. ვფიქრობ, არჩევნების წინ მსგავსი ინცინდენტების საფუძველი არ არის, რომ სადმე გასროლა მოხდეს და ამ გზით რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ მოვლენების ესკალაცია მოახდინოს. იმედი მაქვს, უახლოეს ხანში გამოძიება ნათელ სურათს დადება, რა იყო მიზეზი და რატომ მოხდა ეს დაპირისპირება.

Facebook Comments
x

Check Also

ინფექციურში კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული  7 პაციენტის ჯანმრთელობა ისევ მძიმედ ფასდება, ერთი პირი კი, რომლის ...