Home » მთავარი » პრეზიდენტი: წარმატებულ, ახალი ცოდნითა და გამოცდილებებით აღსავსე სასწავლო წელს გისურვებთ!

პრეზიდენტი: წარმატებულ, ახალი ცოდნითა და გამოცდილებებით აღსავსე სასწავლო წელს გისურვებთ!

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

“ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პედაგოგებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

განსაკუთრებით გილოცავთ მათ, ვისთვისაც დღეს პირველი დღეა სკოლასა თუ უნივერსიტეტში.
დღეიდან, თქვენ განახლებული ენერგიით შეუდგებით ყოველდღიურ შრომას ცოდნის მისაღებად. განათლება კი, როგორც თქვენი პირადი წინსვლის, ასევე, ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია.
წარმატებულ, ახალი ცოდნითა და გამოცდილებებით აღსავსე სასწავლო წელს გისურვებთ”.
Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ...