Home » მთავარი » „პრეზიდენტო, იქნებ თქვენს კოლეგას ისრაელიდან ჰკითხოთ რატომ ყრიან და ამცირებენ ქართველებს?..“

„პრეზიდენტო, იქნებ თქვენს კოლეგას ისრაელიდან ჰკითხოთ რატომ ყრიან და ამცირებენ ქართველებს?..“

„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი კახა ძაგანია პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საჯაროდ მიმართავს:

-„პრეზიდენტო მარგველაშვილო, სადილის ჟამს იქნებ თქვენს კოლეგას ისრაელიდან დიდი მოკრძალებით ჰკითხოთ რატომ ყრიან საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს მისი ქვეყნის საზღვრიდან, რატომ ამცირებენ ქართველებს. რატომ აყენებენ მორალურ და მატერიალურ ზიანს, ასევე თუ კადნიერებაში არ ჩაგითვლიან, ჰკითხეთ რატომ მიიღო ქნესეთმა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით დედამიწის ნებისმიერი სახელმწიფოსგან განსხვავებით საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს ეკრძალებათ ემიგრანტის ლეგალური სტატუსის ძიება.

გიორგი პრეზიდენტო, შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტების ერთობლივი სადილი გამოიყენება არა მხოლოდ საკვების მისაღებად, არამედ მსგავსი დიპლომატიური საკითხების მოსაგვარებლადაც.

ხაზგასმით მინდა გამოვხატო სიყვარული ებრაელი ხალხის მიმართ და პატივისცემა ისრაელის სახელმწიფოს წინაშე“.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების ...