Home » მთავარი » პრემიერის გულრწფელი, ადამიანური რეაქციები, რაც კამერებს არ დაუფიქსირებიათ

პრემიერის გულრწფელი, ადამიანური რეაქციები, რაც კამერებს არ დაუფიქსირებიათ

ვლაქერნობის დღესასწაულს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდში შეხვდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა დღევანდელი დღის რამდენიმე ფაქტს აღწერს, რომელიც უშუალოდ პრემიერს ეხება და მის ადამიანურ თვისებებს უსვამს ხაზს.

-„რამდენიმე ფაქტი ვლაქერნობის დღესასწაულიდან, რომელიც ამტკიცებს რომ საუკეთესო პრემიერი გვყავს!

დღეს, ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვის დროს, ტაძარში ვიღაც პატარა ბიჭი მოწყალებას ითხოვდა. პრემიერი ნახა, იცნო მაგრამ შერცხვა და ახლო არ მისულა. პრემიერმაც შეამჩნია, მასთან მისვლა სთხოვა, პატარას შერცხვა და დაიმალა, მთელი ტაძრის კუთხე-კუნჭულებში ეძებდა პრემიერი ამ ბავშვს. იპოვა, მოეფერა და ფული აჩუქა. ამ პატარამ გარეთ გასვლის შემდეგ სხვა მეგობრები მოიყვანა ვინც ასევე მოწყალებას ითხოვდნენ პრემიერმა თითოეულ მათგანს ყურადღება მაიქცია.

ეს არ ყოფილა ერთი ფაქტი, რამაც სასიამოვნოდ გაკვირვებული დამტოვა.  ტაძარში ძალიან ბევრი ხალხი იყო, ტევა არ იყო, პრემიერისა და მინისტრების წინ ადგილი მეტნაკლებად ცარიელი იყო. ტაძარში სპეციალური სივრცე ჰქონდათ გამოყოფილი, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა მდგარიყვნენ. პრემიერმა ჩაილაპარაკა ხალხი აქეთ გადმოვიყვანოთო, შემდეგ თვითონ მივიდა მრევლთან და უთხრა გადმოეწიათ. ეს ყველაფერი ძალიან უბრალოდ, სადად ხდებოდა, კამერების გარეშე.

ფაქტი მესამე, რამაც მეტად დამარწმუნა რომ პრემიერი ძალიან კეთილშობილი ადამიანია.  7-8 წლის ბიჭუნას, რომელიც ტაძრის ეზოში მოწყალებას ითხოვდა გზის პირას ჩასძინებია, უცებ რომ შეხედავდი გულწასული გეგონებოდა. ძალიან ბევრმა მომლოცველმა აუარა გვერდი არც კი შეუხედიათ, ძალიან ბევრმა ზედაც გადაუარა. პრემიერმა ბავშვი შენიშნა, მასთან მივიდა, წამოაყენა, კითხა “ხომ კარგად ხარ, რამე ხომა არ გჭირსო” და სანამ არ დარწმუნდა რომ ყველაფერი კარგად იყო არ გაცლია.

კიდევ ერთი ამბავი რომელიც მე შევამჩნიე და კიდევ ერთხელ დამარწმუნა პრემიერის უბრალოებაში – უამრავი ხალხი იყო, ყველა ტაძარში შესვლას ცდილობდა, ხლხმრავლობაში რამდენიმე ქალბატონი წაიქცა, პრემიერმა შეამჩნია და თითოეული მათგანი წამოაყენა. ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა მასთან, ყველას დაელაპარაკა, მათი პრობლემები და საჭიროებები მოისმინა, საკონტაქტოები გაცვალა. ეს ყველაფერი ძალიან უბრალოდ ხდებოდა.

მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ამბავი კამერებისთვის არ გაკეთებულა. გულრწფელი, ადამიანური რეაქციები იყო. კარგია, რომ ასეთი უბრალო, დინჯი, გაწონასწორებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრემიერი გვყავს“-წერს პაატა.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“პრემიერო, შეიძლება 20 ივნისს დაგეგმილი „წლისთავის“ ფონზეც შეგწირონ მსხვერპლად…”

პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე, სოციალური ქსელით პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს. „თუ გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ დავაანონსე ...