Home » მთავარი » „პრემიერი ახდენს მედია ომბუდსმენის იდეის ინიცირებას, ეს არის პოზიტიური მესიჯი და მასთან გამიჯვნა არ შეიძლება“

„პრემიერი ახდენს მედია ომბუდსმენის იდეის ინიცირებას, ეს არის პოზიტიური მესიჯი და მასთან გამიჯვნა არ შეიძლება“

ანდრო ბარნოვი საქართველოს პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერი ახალი ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ „გამოდის ინიციატივით ჩამოყალიბდეს მედია ომბუდსმენის ინსტიტუტი“.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%93%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97/

ანდრო ბარნოვი:

რამდენიმეჯერ ღიად შევთავაზე ჟურნალისტებს, რომ ქარტიის ბაზაზე ჩამოეყალიბებინათ ძლიერი მედია გაერთიანება, რომელიც ყველა მედია საშუალების დამოუკიდებლობის გარანტი გახდებოდა. სამწუხაროა, რომ ეს ინიციატივა კონკრეტული პრობლემებით გამოწვეულ ქაოსში ჩაიკარგა. ცხადია, ჯობდა თავად ჟურნალისტებს დამოუკიდებლად წამოეწყოთ ეს საქმიანობა, დღეს კი მოგვიწევს ხელისუფლებასთან დიალოგში იგივეს კეთება. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი ახდენს მედია ომბუდსმენის იდეის ინიცირებას, ეს არის პოზიტიური მესიჯი და მასთან გამიჯვნა არ შეიძლება. პირიქით, აუცილებელია აქტიურობა, რომ მორიგი ბუტაფორია არ მივიღოთ. საჭიროა აქტიურობა, რომ ეს ინსტიტუტი გახდეს არა ხელისუფლების დანამატი, არამედ – რეალურად დამოუკიდებელი, ტრანსპარენტული და დემოკრატიული ორგანიზმი. უნდა დეტალურად განისაზღვროს მისი სტრუქტურა, დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილება. აღიარებულ ჟურნალისტთა აქტიური ჩართულობა იმის საშუალებასაც მოგვცემს, რომ საფუძველშივე გამოვლინდეს ხელისუფლების მიერ ჩაფიქრებული შესაძლო ფარსი. აუცილებელი იქნება, აგრეთვე, კანონმდებლობის გადახედვაც, რომ სასამართლო ეფექტური იარაღი გახდეს არაკეთილსინდისიერი და არაეთიკური მედიის წინააღმდეგ. დემოკრატიისათვის საჭიროა მუშაობა და ეს არ უნდა დავიზაროთ.

ცნობისთვის, ბარნოვმა ჟურნალისტებისადმი მიმართვა 2 დღის წინ გაავრცელა.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90/

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...