Home » მთავარი » პრემიერი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა

პრემიერი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა

საქართველოსპრემიერ-მინისტრიგიორგიკვირიკაშვილიგერმანიისბუნდესტაგისწევრს, ქრისტიან-დემოკრატიულიკავშირის/ქრისტიან-სოციალურიკავშირისსაპარლამენტოფრაქციისთავმჯდომარისმოადგილესფრანციოზეფიუნგსშეხვდა.

მხარეებმასაქართველო-გერმანიისორმხრივთანამშრომლობაზე, ევროკავშირთანურთიერთობასადასაქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრმაგერმანიისბუნდესტაგსმადლობაგადაუხადაივნისში მიღებული რეზოლუციისთვის  – „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მტკიცე მხარდაჭერა და შეუქცევადი განგრძობადობის უზრუნველყოფა“, რომელიც აღიარებს საქართველოს დემოკრატიულ-ინსტიტუციურ პროგრესს და რეგიონში მის ლიდერობას.  ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის შედეგების მნიშვნელობაზე.

გიორგიკვირიკაშვილმაგანსაკუთრებითაღნიშნაგერმანიისროლისაქართველოსევროპულიდაევროატლანტიკურიინტეგრაციის, ტერიტორიულიმთლიანობისადასუვერენიტეტისურყევიმხარდაჭერის, ასევე – საქართველოსმოქალაქეებისთვისევროკავშირთანუვიზომიმოსვლისშემოღებისმიმართულებით.

საუბრისას, ფრანც იოზეფ იუნგმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს როგორც ევროპული, ისე – საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატს მიაწოდა ინფორმაცია ე.წ პასპორტიზაციისა და ბორდერიზაციის პროცესის შესახებ და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მეტი აქტიურობის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიას ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში 13 მონიტორის ჩართვისთვის.

შეხვედრისას, ხაზი გაესვა ინტენსიურ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე იმ ფაქტს, რომ 2017 წელს აღინიშნება საქართველოში გერმანული დასახლებების 200 და საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი. მხარეების შეფასებით, წარმატებულ თანამშრომლობაზე მიუთითებს ისიც, რომ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება, რაც არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის, არამედ ქვეყნის შესახებ ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის, საგადასახადო სისტემის, მმართველობისა და განათლების სისტემის რეფორმების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე.

უმაღლესი და პროფესიული განათლების რეფორმაზე საუბრისას, ფრანც იოზეფ იუნგმა გამოთქვა მზადყოფნა, გერმანიამ საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება განათლების სისტემაში ე.წ დუალური მოდელის დანერგვის პროცესში.

პრემიერმა ასევე ისაუბრა მმართველობის რეფორმაზე, რომელიც მმართველობის პროცესში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ისახავს მიზნად და აღნიშნა, რომ ბიზნესისთვის უკვე ფუნქციონირებს ინვესტორთა საბჭო და ანალოგიური პლატფორმების შექმნა იგეგმება, როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე – პოლიტიკური პარტიებისთვის.

 

Facebook Comments
x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...