Home » მთავარი » პრემიერი: ოპტიმიზმი ტრანსფორმირდება იმ ენერგიაში, რომელიც თითოეულ მოქალაქეს სჭირდება…

პრემიერი: ოპტიმიზმი ტრანსფორმირდება იმ ენერგიაში, რომელიც თითოეულ მოქალაქეს სჭირდება…

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და მთავრობის მიერ დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანას აქვს ბევრი გამოწვევა და ამ გამოწვევების დასაძლევად აუცილებელი და სწორი გზაა ის რეფორმები, რომელიც 2017 წლიდან დაიწყება.

“მიღწევების ჩამოთვლისას უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანას რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები და ამ გამოწვევების დაძლევისთვის ჩვენ არჩეული გვაქვს აბსოლუტურად სწორი გზა. ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ დალხინებული ცხოვრება, მაგრამ ჩვენ აფსოლუტურად ვითავისებთ ამ მდგომარეობას, მაგრამ ასევე ვითავისებთ იმ რეფორმების საჭიროებას, რომელსაც ვახორციელებთ.

ეს არის სწორი გზა და ეს არის გზა, რომელიც იმ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომელსაც მე პირადად არაერთხელ გამოვხატავ ხოლმე. ეს ოპტიმიზმი ჩემო მეგობრებო არის აბსოლუტურად მატერიალური, რომელიც პირდაპირ ტრანსფორმირდება იმ ენერგიაში, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძალიან სჭირდება. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, დიახ 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...