Home » მთავარი » პრემიერი: ვინაიდან ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს, პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებ

პრემიერი: ვინაიდან ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს, პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული მოვლენების პოლიტიკური შეფასებისგან თავს იკავებს. ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი კვირიკაშვილი ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიმართვას გამოეხმაურა.

“ამ განცხადებას გავეცანი. იქ არის აღწერილი მთელი ეს პროცესი, ის ალიაქოთი რაც იყო ატეხილი. მინდა ვთქვა. რომ მე ვარ პარტიის ლიდერი, მაგრამ ამავე დროს ვარ პრემიერ-მინისტრი და ვინაიდან ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს, პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებ. ისე, რა თქმა უნდა, ეჭვის საბაბი ყველას აქვს, რადგან მეთოდები, რა მეთოდებითაც წყდებოდა მთლიანად ქვეყნის მართვა, ყველასთვის ცნობილია,”- განმარტა პრემიერმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...