Home » მთავარი » პრემიერი: ჩვენ მოგვიწია მოპასუხის რეჟიმში ყოფნა

პრემიერი: ჩვენ მოგვიწია მოპასუხის რეჟიმში ყოფნა

ე.წ. ციანიდის საქმეზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით სახელმწიფომ პატრიარქის მდგომარეობაზე იმით იზრუნა და ოპერაციის წინა დღეს არ გაავრცელა დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია, თუმცა ეს გააჟღერა ერთ-ერთი მედიასაშუალებამ და მთავრობას მოუწია მოპასუხის როლში გამოსვლა.

“მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ პატრიარქის ოპერაციის წინა დღეს მაქსიმალურად გავუფრთხილდით. არ გვინდოდა მისი აღელვება და თავი შევიკავეთ დაკავების ინფორმაციის გავრცელებისგან. სამწუხაროდ ასე არ მოიქცა ერთ-ერთი მედია საშუალება, რომელმაც გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია და შემდეგ ჩვენ მოგვიწია მოპასუხის რეჟიმში ყოფნა. ამ პირობებშიც ჩვენ თავი შევიკავეთ მასალების გამოქვეყნებისგან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პატრიარქს საქართველოში ჩამოსვლისა და მასალების გაცნობის შემდეგ საქმეზე მას შესაბამისი პოზიცია ექნება.

ბუნებრივია, როდესაც ხდება პიროვნების დაკავება ასეთი ნივთიერებით და ის მიემგზავრება პატრიარქთან გერმანიაში, ჩვენ არ გვაქვს უფლება არ დავუშვათ ყველანაირი სცენარი, ამიტომ ჩვენ განცხადებაც გავაკეთეთ და მივიღეთ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებებიც, რათა არ მომხმადრიყო დიდი უბედურება. მაგრამ ახლა ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება გამოძიებას, რომ მათ წარმართონ სრული პროცესი იმისთვის, რომ სრული ინფორმაცია გახდეს ნათელი”- განაცხადა პრემიერმა “იმედის” ეთერში.

 

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი ...