Home » მთავარი » პრემიერმა პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა

პრემიერმა პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში შეკრებილ ჟურნალისტებს ხარების დღესასწაული მიულოცა და პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა.

“ეს იყო ყოველწლიური ტრადიციული გამოსვლა პრეზიდენტის, სადაც მან წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები მიმდინარე მოვლენების შესახებ. შემიძლია გითხრათ, რომ მთელი რიგი მიმართულებებით, როგორც არის სასამართლო სისტემა, ეკონომიკური რეფორმა და დემოკრატიული ინსტიტუციების გაერთიანება ქვეყანაში, არა მხოლოდ ჩვენი აზრით, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი მეგობრების აზრით, არის შესამჩნევი პროგრესი. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური,”- განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...