Home » მედიცინა » პრეპარატი “კამელინი” პროსტატიტების და ადენომების სამკურნალოდ

პრეპარატი “კამელინი” პროსტატიტების და ადენომების სამკურნალოდ

პრეპარატმა “კამელინმა” მრავალი ექსპერიმენტულ–კლინიკური კვლევის საფუძველზე საქართველოს და საზღვარგარეთის  სამედიცინო ცენტრებში  დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი  .  ბალნეოლოგიური  ცენტრის  უროლოგის,  ზაზა ბაინდურიშვილისგან  შევიტყობთ  პრეპარატ “კამელინზე” ჩატარებული  კლინიკური კვლევების შედეგებს ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტის და ქრონიკული ურეთრიტის დროს.

ზაზა ბაინდურიშვილი:

– მოგეხსენებათ,  ჩვენი კლინიკა ერთადერთია ამიერკავკასიაში, სადაც ზოგადად სამკურნალო პროცესი, მათ შორის წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატიტები, პროსტატის ადენომა, ერექტილური ფუნქციის დაქვეითება და სხვა უროლოგიური დაავადებები) მკურნალობა ხორციელდება როგორც თანამედროვე მედიკამენტოზული სქემებით, აგრეთვე ისეთი უნიკალური ბუნებრივ საკურტო და პრეფორმირებული ფიზიკური ფაქტორების გამოყენებით, როგორებიცაა ტალახის რექტალური ტამპონების და აპლიკაციების, სხვადასხვა სახის წყლის ჭავლით, ლაზერით, კომბინირებული დასხივების აპარატების გამოყენებით.  სწორედ ამიტომ გადაწყდა “კამელინის”, როგორც ბუნებრივი იმუნომოდულატორის, ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდული საშუალების ჩართვა  მონოთერაპიის სახით  მკურნალობაში.  კვლევაში მონაწილეობდნენ მამაკაცები  31–დან 66 წლამდე, რომლებსაც ჰქონდათ ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, თანდართული ცისტიტით და ურეთრიტით, რამდენიმე  პაციენტს კი პროსტატის ადენომა 1–2 ხარისხის.

პაციენტები შემოსვლისას ისინჯებოდნენ, ხდებოდა მათი სუბიექტური და ობიექტური მონაცემების შეგროვება. პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში იწყებოდა მათი ლაბორატორიული (შარდის საერთო ანალიზი, პროსტატის წვენის ბაქტეროსკოპია და ბაქტერიოლოგია) და ინსტრუმენტული (შარდის ბუშტის და წინამდებარე ჯირკვლის ექოსკოპია, რექტალური გასინჯვა, PSA) კვლევა. დავიწყეთ: “კამელინი მ 1″–ის ინიექცია დილით, ღამით ძილის წინ “კამელინი Mმ “–ის სანთლები რექტალურად, მკურნალობის ხანგრძლივობა მოიცავდა 20 დღეს. მკურნალობა მიმდინარეობდა როგორც მონოთერაპიულად ,ასევე კომპლექსურად ანტიპროტოზული და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით .

ჩატარებული მკურნალობის შედეგად, პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, რაც გამოიხატა პროსტატის სეკრეტში ლეიკოციტოზის სარწმუნო შემცირებით და პროსტატის მასის შემცირების სარწმუნო დინამიკით, აგრეთვე პროსტატის ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებით. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო კვლევაში მონაწილე 2 პაციენტის მდგომარეობა პროსტატის ადენომის და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნის და ქრონიკული ტრიქომონადური პროსტატიტის შემთხვევაში, თუ როგორ გამოიხატა “კამელინის” მოქმედების მექანიზმი ასეთ მოკლე დროში (20 დღე). ეს ის შედეგებია, რომლებიც ჩემს პრაქტიკაში არ მიღწეულა არცერთი თერაპიული მკურნალობის შედეგად.

(49 წლის): დიაგნოზი – ქრონიკული ტრიქომონადური პროსტატიტიტი. პროსტატის მოცულობა – 64,3 სმ3, ქსოვილი სისქეში – პერიფერიულ ზომებში ისახებოდა არასწორკონტურიანი შერეული ექოგენობის და ექოსტრუქტურის მოცულობით წარმონაქმნები დიამეტრით 22, 21, 18 მმ. ნარჩენი შარდი – 40 მლ. “კამელინით” მკურნალობის 1 კურსის შემდეგ ულტრაბგერითი კვლევებით დაფიქსირდა: პროსტატის მოცულობა – 36 სმ3, პროსტატის პერიფერიული ნაწილი კეროვანი ცვლილებების გარეშე, ანალიზი (ლეიკოციტოზი – 30–35–დან შემცირდა 10–15–მდე).

პაციენტი დ.ვ. (57 წლის): დიაგნოზი – პროსტატის ადენომა. პროსტატის მოცულობა – 80,4 სმ3, PSA (პროსტატის სპეციფიური ანტიგენი) – 8,0. “კამელინით” მონოთერაპიული მკურნალობის ერთი კურსის შემდეგ პროსტატის მოცულობა – 49,9 სმ3, PSA 6–მდე შემცირდა.

P. აღნიშნული კვლევებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ პრეპარატი “კამელინ მ 1” ინიექცია და “კამელინ მ 4” სანთლები შეიძლება გამოყენებულ იქნას მონო და კომპლექსური თერაპიის სახით, ქრონიკული პროსტატიტების და ქრონიკული ურეთრიტების, ასევე ადენომების დროს. მაღალი თერაპიული ეფექტის საფუძველზე “კამელინი” შეიძლება უფრო ფართოდ დაინერგოს უროლოგიაში.

 მოამზადა მაია ცომაიამ

 კამელინთანდაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:
2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (
ოფისი);  599 33 10 89;  599 23 03 33; 597 76 97 40
www. Camelyn.ge

ფოსტა: info@camelyn.ge

 

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის მიზანი სხდომის ჩაშლა იყო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის  მამუკა მდინარაძის შეფასებით, დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენების მიზანი სხვა ...