Home » მთავარი » “პრობლემა არის, მაგრამ არა სამშენებლო”-რა ხდება თეთრწყაროში…

“პრობლემა არის, მაგრამ არა სამშენებლო”-რა ხდება თეთრწყაროში…

რამდენიმე დღის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აფხაზეთის რეგიონულმა ორგანიზაცამ თეთრწყაროში მცხოვრები დევნილების პრობლემაზე ვიდეო გაავრცელა, სადაც  ბესო შენგელია აჩვენებს თუ რა სავალალო მდგომარეობაა ოთახებში.

საცხოვრებელი თეთრწყაროში, ფარნაოზ მეფის 5 ნომერში მდებარეობს.

იხ. ვიდეო

https://www.facebook.com/unmabkhazeti/videos/1352108078237803/?pnref=story

მასალას კომენტარების სახით საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა.

ჩვენ დავინტერესდით რა ხდება თეთრწყაროში და რატომ ჩაბარდა ასეთ მდგომარეობაში შენობა? ფაქტია, რომ იქ ხალხი ცხოვრობს და არც თუ სახარბიელო პირობებში.

ამ საკითხზე სასაუბროდ დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მურად აბლოთიას დავუკავშირდით.

-აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ წინა მტავრობის დროს მოხდა, 2012 წელს, ხელმწორედ ექსპლუატაციაში ვერ შევიდოდა, ამას კანონი არეგულირებს. შემდეგ ჩვენს მიერ განხორციელდა სარემონტო სამუშაოები, 2014-2015 წლებში დევნილებს წყლის პრობლემაც მოვუგვარეთ და ჭაბურღილი გავუკეთეთ.

-შენობა სავალალო მდგომარეობაშია, ეს კარგად ჩანს ვიდეოში.

-ჩვენ ზედამხედველობის სახსახურთან ერთად ვიყავით ადგილზე, დავათვალიერეთ და შევისწავლეთ მდგომარეობა და დადგინდა, რომ შენობა გარედან არ სველდება, სამშენებლო ხარვეზი არ არის. პრობლემა არის, მაგრამ არა სამშენებლო.

ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ ადამიანებს აწუხებთ-ეს არის უმუშევრობა. ჩვენ რეგულარულად ვუწევთ მათ ფინანსურ დახმარებას, ეხმარება ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც. ასე რომ უყურადღებოდ არ გვყავს ეს ოჯახები მიტოვებული-გვითხრა აბლოთიამ.

როგორც გავარკვიეთ, შენობაშეი 46 ოჯახი ცხოვრობს. პირობები კი ნამდვილად მოსაწესრიგებელია.

Facebook Comments
x

Check Also

მთავრობამ თავისი უარით თქვა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ურჩევნია

მთავრობის უარს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფასოდ შემოყვანასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება ...