Home » მთავარი » “პროგრესულ-დემოკრატიული” მოძრაობის აქცია – “არა კოჰაბიტაციას!” (ვიდეო)

“პროგრესულ-დემოკრატიული” მოძრაობის აქცია – “არა კოჰაბიტაციას!” (ვიდეო)

“არა კოჰაბიტაციას” – ამ მოწოდებით პარლამენტის წინ “პროგრესულ-დემოკრატიული” მოძრაობის აქცია გაიმართა. პარტიის წევრები “ევროპულ საქართველოს” საარჩევნო ნომრის მითვისებაში ადანაშაულებენ. ისინი ხელისუფლებისგან რეაგირებას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვდნენ.

პარტიის წევრების თქმით, უნდა დასრულდეს ნაციონალური მოძრაობის სატელიტებისთვის „სასათბურე პირობების“ შექმნა.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ნანა ხომასურიძემ კი განაცხადა, რომ არც ენმ-ს და არც მისგან წარმომდგარ პარტიებს არ აქვთ „ხმის ამოღების და საზღვართან მისვლის“.

-„ნაც ხროვას და მის განშტოებას უფლება არ აქვთ საზღვართან მისვლის და იმ ბიჭების ხსენების, რადგან ზუსტად ევროპული საქართველოს ჯგუფი გახლავთ ამ ომის პროვოკატორი!  იქ ბიჭების გვამები რომ იხრწნებოდა, აქ თავისუფლების მოედანზე მიშას ყვიროდნენ და მღეროდნენ!.. სწორედ მაგათი მსხვერპლია ჩვენი მოძრაობის წევრების ნახევარი და კიდევ განაგრძობენ უსამართლობას! 9 წელი მათ ვებრძოდით და რატომ შეუქმნეს პირობები?! სწორედ დამნაშავეთა ჯგუფს არ გვინდა ჰქონდეს ჩვენი ნომერი“-განაცხადა ნანა ხომასურიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ეკატერინე ტიკარიძე – პანიკის საფუძველი არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის თქმით ქვეყანაში პანიკის საშიშროება არ არსებობს. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას არწმუნებს, რომ ...