Home » მთავარი » პროკურატურა ლორთქიფანიძის პიჯაკის დაზიანებისთვის ბრალდებულების თავიდან დაპატიმრებას მოითხოვს

პროკურატურა ლორთქიფანიძის პიჯაკის დაზიანებისთვის ბრალდებულების თავიდან დაპატიმრებას მოითხოვს

ქუთაისში, პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს პიჯაკი დაუზიანდა, პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების თავიდან დაპატიმრებას სთხოვს.

რუსთავი 2-ის ხელთ არსებული დოკუმენტით, უწყება მოსამართლეს განცხადებით მიმართავს და ითხოვს სათანადოდ შეაფასოს წარდგენილი მტკიცებულებები და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძისა და კახაბერ გაბუნიას მიმართ.

განცხადებაში ასევე წერია, რომ თითოეულ მათგანს განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის რესოციალიზაციას.

პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ნამდვილად ითხოვენ 239-ე და 125-ე მუხლებით

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ გვეშინია, ვერც პატიმრობით შეგვაშინებენ. აუცილებლად დავამარცხებთ დღევანდელ ხელისუფლებას,“ – აღნიშნავს ქუთაისის ინციდენტში ერთ-ერთი მონაწილე ნიკოლოზ ნარსია, რომელიც პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვას ეხმაურება.

განაჩენის დადგომას. განცხადებას გამოეხმაურა დეისაძის, ნარსიას და გაბუნიას ადვოკატი. უფლებადამცველი შერჩევით სამართალზე საუბრობს და კორცხელის ინციდენტს იხსენებს.

„კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ პროკურატურა მხოლოდ გირაოთი შემოიფარგლა. იმ დანაშაულთან შედარებით ამ ბიჭებს არაფერი აქვთ ჩადენილი და საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის,“ – აცხადებს ელისო დათუსანი.

 

Снимок

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...