Home » მთავარი » პროკურატურა ჯგუფ “ბირჟა მაფიის” წევრების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ჯგუფ “ბირჟა მაფიის” წევრების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ჯგუფ “ბირჟა მაფიის” წევრების საქმეზე განცხადებას ავრცელებს და მზადაა საპატიმრო ღონისძიება შეცვალოს.

“ამ ეტაპზე მ. მ.-ს და გ. ქ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა, რომელიც დაცვის მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა.

საქართველოს პროკურატურა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას. მ.მ.-ს და გ.ქ-ს ბრალდების საქმეები, რომელიც შეეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოდან გამოსაძიებლად გადაეცა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას,”-ნათქვამია განცხადებაში.

 

Facebook Comments
x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...