Home » მთავარი » პროკურატურის ორგანიზებით მოსწავლეებმა მზრუნველობამოკლებულ მოქალაქეებს დახმარება გაუწიეს

პროკურატურის ორგანიზებით მოსწავლეებმა მზრუნველობამოკლებულ მოქალაქეებს დახმარება გაუწიეს

მცხეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, დუშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მზრუნველობამოკლებულ მოქალაქეებს დახმარება გაუწიეს.

დუშეთის საჯარო სკოლის 15 მოსწავლე  დუშეთის მზრუნველობამოკლებულთათვის განკუთვნილ უფასო სასადილოში მომუშავე პერსონალს ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სადილის ორგანიზებაში დაეხმარა. მოსწავლეები პირადად ჩაერთნენ სასადილოს საქმიანობაში და ბენეფიციარებისთვის სადილის დროულად მიწოდება უზრუნველყვეს.

 ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა   მოზარდებში სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას.

14910357_1173136202775309_9147856242713969916_n

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...