Home » მთავარი » პროკურორებმა და გამომძიებლებმა დაკითხვა-გამოკითხვის ტექნიკებზე ტრენინგი გაიარეს

პროკურორებმა და გამომძიებლებმა დაკითხვა-გამოკითხვის ტექნიკებზე ტრენინგი გაიარეს

პროკურორებმა და გამომძიებლებმა დაკითხვა-გამოკითხვის ტექნიკებზე 5-დღიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარეს. პროექტი აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის სამსახურის (INL) დაფინანსებით განხორციელდა.

ტრენინგი ორიენტირებული იყო დაკითხვა-გამოკითხვის მეთოდოლოგიის სწავლებაზე. პროექტის ფარგლებში განიხილებოდა: გამოკითხვის სტრუქტურა, კოგნიტური გამოკითხვა, პირის პასუხების, ქცევის შეფასება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ტრენინგს ამერიკიდან მოწვეული, ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს ექსპერტები უძღვებოდნენ. სწავლება თეორიულ მასალასთან ერთად, აქტიურად იყო დატვირთული პრაქტიკული და როლური სავარჯიშოებით.

პროექტი მასშტაბურ ხასიათს ატარებდა. სწავლება ერთდროულად ხუთი პარალელური ჯგუფისთვის მიმდინარეობდა, რომელშიც საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 70-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. მონაწილეებს ტრენინგის დასრულების შემდეგ სერიფიკატები გადაეცათ.

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს პროცესის გაგრძელებას, რომელიც მიზნად ისახავს დაკითხვ-გამოკითხვის ახალი წესის პრაქტიკაში სწორი იმპლემენტირების ხელშეწყობასა და სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას. საკანონმდებლო სიახლეების შესაბამისად, სამართლებრივ საკითხებზე ყველა პროკურორმა და სისტემის გამომძიებელმა გადამზადება 2016 წლის 20 თებერვლამდე, ახალი წესის ამოქმედებამდე გაიარა. ამასთან, მიმდინარე წლის განმავლობაში პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის შესაბამისი პროფესიული უნარებისა და ტექნიკების განვითარების მიზნით ტრენინგები, აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით, ეტაპობრივად ხორციელდება.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“დიდი ლოდი მოიძიეთ და თავში გიხლიათ!..”

ლადო სადღობელაშვილი -მიშასთან ჩასული ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდებიან ზომბებად რომლებიც პრაქტიკულად საკუთარ დედებს გაყიდიან სააკაშვილის გამო! ...