Home » მთავარი » პროკურორის როლი ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვაში

პროკურორის როლი ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვაში

მართლმსაჯულების სისტემისადმი ქალთა ხელმისაწვდომობის ზრდის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისსაკითხებზე პროკურორებისთვის ტრენინგი ჩატარდა. პროექტი ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით განხორციელდა და მიზნადისახავდა პროკურორებისთვის ქალთა უფლებების, ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკისა და ადამიანის უფლებათა ევროპულისასამართლოს გადაწყვეტილებების გაცნობას.

ორდღიანი ინტენსიური სწავლება მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვა, პროკურორის როლი, გენდერული თანასწორობა, სტამბულის კონვენცია, საერთაშორისო და რეგიონალური სამართლებრივი ჩარჩო, ოჯახში ძალადობისდანაშაულის ტენდენციები, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და აღნიშნული მოტივის გამოკვეთა, სექსუალური ძალადობა, ადრეულიდა იძულებითი ქორწინება, დაკავებულ ქალთა უფლებები, ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალთა უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.  ტრენინგი დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით და მას  საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები უძღვებოდნენ.

სასწავლო კურსის განხორციელებას წინ უძღვოდა ევროპის საბჭოს რეგიონალურ პროექტთან აქტიური თანამშრომლობა, რომლისფარგლებშიც მომზადდა სასწავლო პროგრამა და მასალები. პროექტის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტი, რომ მასში ჩართულნი იყვნენ 6 ქვეყნის: საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, ბელორუსისა და უკრაინის წარმომადგენლები. ერთობლივ სამუშაოპროცესში მოხდა გამოცდილების გაცვლაც. პროგრამის საერთშორისო სამართლებრივი ნაწილი მომზადდა საერთაშორისო ექსპერტებისმიერ, ხოლო ეროვნული ნაწილი, რომელიც ადგილობრივ გამოწვევებსა და საჭიროებებზეა მორგებული, მომზადდა ყველა მონაწილექვეყნის ადგილობრივი ექსპერტების მიერ. საქართველოდან სამუშაო პროცესში ერთობლივად იყვნენ ჩართულნი საქართველოსპროკურატურისა და  იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები.

ქალთა უფლებების დაცვა, ქალთა, გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით პროკურორები ეტაპობრივად გადიან როგორც გადამზადების, ასევე სპეციალიზაციისკურსებს. საქართველოს პროკურატურა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით აღნიშნული მიმართულებითმუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

Facebook Comments
x

Check Also

გია ვოლსკი შალვა ნათელაშვილს ეხმაურება

მარიამ ახალკაცი შალვა ნათელაშვილის ნათქვამი] მეგონა, რომ ძველი ჩანაწერი იყო… აი, რო ამოიღო “ბიძინა ივანიშვილი” ...