Home » მთავარი » პროფესიული განათლების სისტემაში ვტორიზაციის ახალი სტანდატრები დამტკიცდა

პროფესიული განათლების სისტემაში ვტორიზაციის ახალი სტანდატრები დამტკიცდა

 

პროფესიული განათლების სისტემაში ვტორიზაციის ახალი სტანდატრები დამტკიცდა. აღნიშნული ცვლილება პროფესიულ განათლების სისტემას ევროპულ სივრცესთან უფრო დააახლოებს.

პროფესიულ კოლეჯებს შესაძლებლობა ექნებათ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საშუალო პროფესიული პროგრამების ავტორიზაციისთვის მიმართონ და საბაზო განათლების მქონე (ცხრაკლას დამთავრებულ)  მოსწავლეებს, პროფესიის შესწავლასთან ერთად სრული ზოგადი განათლებაც მიაწოდონ.

ამასთანავე, შეიცვლება ექსპერტთა მიდგომა კოლეჯებთან მიმართებით, გახდება კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული. ნაცვლად ხისტი, ორდონიანი შეფასებისა, დაინერგება მოქნილი და კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული ოთხდონიანი შეფასების სისტემა, რაც სტანდარტებთან ნაწილობრივ ან მეტწილ შესაბამისობასაც ითვალისწინებს“ – ნათქვამია  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

ჯანმო დამქირავებლებს მოუწოდებს ამ რეკომენდაციების შემცველი პოსტერები სამუშაო ადგილზე ჩამოკიდონ 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს იძლევა, თუ როგორ უნდა მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სამუშაო ადგილას. ინფორმაცია ...